ფედერიკა მოგერინის თქმით, კომისია საკითხზე მუშაობას განაგრძობს და მოხსენება სავარაუდოდ დეკემბრის თვეში, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.
"მოლოდინი იყო, რომ ანგარიში დეკემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო. კომისია მუშაობს ამ საკითხზე ქვეყნების ხელისუფლებებთან ერთად. დებატები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოში დღეს გვქონდა, ლიბერალიზაციის თაობაზე კარგად წარიმართა და მოვისმინეთ ზოგადი შეფასებები. ასევე დავინახეთ საჭიროება, რომ შენარჩუნებული იყოს სწორი მიმართულება, რადგან ყველამ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გადაწყვეტილება ამ ქვეყნების მოქალაქეებისთვის. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ სტრატეგიულ კომუნიკაციაზე და მე მჯერა, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ასე რომ, კომისიის მხრიდან სამუშაო ისევ გრძელდება და ანგარიშები ამ თვეში გამოქვეყნდება." - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
დასკვნის გამოქვეყნება დღეს უნდა მომხდარიყო, თუმცა ევროკომისიის გადაწყვეტილებით რამდენიმე დღით გადაიდო.
არაოფიციალური ინფორმაციით, ვიზა ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნება 21-22 დეკემბრისთვის იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები






