პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ადასტურებს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს ალეკო ელისაშვილს კონკრეტული საქმის შესწავლა სთხოვა და მოკლე ტექსტური შეტყობინებაც ამ თემაზე გაუგზავნა.
თუმცა როგორც დეპუტატი ამბობს, შეტყობინებაში არ იყო მოთხოვნა და კატეგორიული ტონი.
„თუ ადამიანს ეუბნები უარს შეწყალებაზე, რა მოტივით ეუბნები ეს უნდა უთხრა, რადგან არ შეიძლება პატიმარი ციხეში გაუგებარი ლოდინის რეჟიმში ამყოფო. მე მხოლოდ ეს მივწერე ელისაშვილს, რომ საქმის მიმდინარეობის საკითხი გარკვეულიყო. მე არ მახსოვს რა შინაარსი იყო. ვიცი, რომ არ იყო მოთხოვნა და კატეგორიული ტონი. ეს იქნებოდა საქმის განხილვის მიმდინაროების შესახებ კითხვა, ან თხოვნა იმისა, რომ თაროზე არ შემოდებულიყო ეს საქმეები. კომისიას ვთხოვდი საქმის შესწავლას, თუ ეს არის დანაშაული, მაშინ ამ დანაშაულს ძალიან ხშირად ჩავდივარ", - განაცხადა კობახიძემ.
ალეკო ელისაშვილი პროკურატურაში გუშინ იმყოფებოდა. მან გამოძიებას საკუთარი ტელეფონი წარუდგინა, სადაც კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ კონკრეტული პირების შეწყალების მოთხოვნით შეტყობინებებია შენახული.
მასალის გამოყენების პირობები






