"ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი" - კოკაინის საქმის სკანდალი
პოლიტიკა - 19:20, 14 Dec, 2015     6155
გაზეთ ქრონიკა პლიუსის რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და მანანა კობახიძე კორუფციულ გარიგებაში იყვნენ ჩართულნი.

ჟურნალისტის ინფორმაციით, კობახიძე-ბესელიას დუეტმა თავის დროზე კოკაინის საქმეზე მსჯავრდებულები პოლიტპატიმართა სიაში ჩასვეს, თუმცა მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან.

„კოკაინის სკანდალზე გასამართლებული ხუთივე პირი და ნუგზარ ბოჭორიშვილი ჩასვეს პოლიტპატიმართა სიაში. მაშინდელი მინისტრის მოადგილის გელა ხვედელიძის და მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩარევით, ყველა მათგანი ამოღებულ იქნა ამ სიიდან. მე მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ალეკო ელისაშვილი სწორს ამბობს, ნუგზარ ბოჭორიშვილს გადახდილი აქვს 200 ათასი დოლარი ბე-ს სახით და დანარჩენი თანხა მას უნდა გადაეხადა მას შემდეგ, როცა ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ისინი მიხვდნენ, რომ პოლიტპატიმრების სიით გათავისუფლება არ გამოდის და დაიწყეს შეწყალების კომისიისკენ სვლა“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

ქრონიკა პლიუსის რედაქტორი აცხადებს, რომ "კობახიძემ და ბესელია შეწყალების თავმჯდომარეებზე ზეწოლას ახორციელებდნენ, რათა მათ განსაკუთრებული წესით მოეხდინათ ამ პირების შეწყალება".

"კანონი ირღვეოდა – ამნისტიით სასჯელი განახევრებული ერთ მათგანსაც არ ჰქონდა. შეწყალების კომისიაში კი შედის და განიხილება მხოლოდ იმ პატიმრის განცხადება, რომელსაც მოხდილი აქვს სასჯელის ნახევარი. შესაბამისად, ანასტასია ზაუტაშვილს შეწყალების კომისიამ უარი უთხრა. ამის შემდეგ, ქალბატონი კობახიძე, ასევე, ქალბატონი ბესელია ალეკო ელისაშვილს უგზავნის იმპერატიული ტონის მესიჯს და ითხოვს, რომ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო შეიყვანონ ეს პირები შეწყალების კომიასიის განსახილველ სიაში,“ - განმარტა კილაძემ.

გარდა ამისა ჟურნალისტი კიდევ ორი ფაქტის ასაჯაროვებს. კილაძის ინფორმაციით საქმე ამ შემთხვევაშიც ნარკოდანაშულში გასამართლებულ პირებს ეხებოდა.

„ფრიდონ დევრიშაძე და თეიმურაზ გორდელაძე. ერთი მათგანი ორი კილოგრამი ჰეროინის შემოტანის გამო იყო დაკავებული და სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, მეორეს კი 12 წლი მიუსაჯეს იმის გამო, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა და თანამზრახველები დააჭერინა. საქმე გვაქს წამლის „ბარიგების“ მფრაველობასთან. სირცხვილია, როდესაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე და საქართველოს პარლამეტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია მფარველობენ ძალიან გახმაურებულ ნარკოსკანდალში მონაწილე პირებს"- აღნიშნა კილაძემ.

უკავშირდება თუ არა ელისაშვილის ბრალდებები ე.წ. კოკაინის საქმეს? - ამ კითხვაზე პასუხის მიღებას მედია შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარისგან ელის. ელისაშვილი პროლირატურაში დღესაც იკითხება.

ამ დროისთვის ელისაშვილი არ ასახელებს კონკრეტულ მაღალჩინოსნებს, თუ ვინ ახდენდა მასზე ზეწოლას. საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი არც უარყოფს და არც ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, “კოკაინის საქმეზე” მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე კომისიაზე გატანას ის ზეწოლა, რომელზეც თავად საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ სკანდალური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო, მასზე კონკრეტული პატიმრის საქმის განხილვის მოთხოვნით ზეწოლა ხორციელდებოდა.

მისი განცხადებით, პოლიტიკოსები კონკრეტული მსჯავრდებულების საქმის კრიტერიუმების გარეშე განხილვით იყვნენ დაინტერესებული.

ელისაშვილის განცხადებით, საუბარია წინასწარ აღებულ 200 ათასა და დაპირებულ მილიონ ნახევარ დოლარზე.

დეპუტატის სკანდალური განცხადების შემდეგ პროკურატურამ გამოძება 339–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც "ზეგავლენით ვაჭრობას” გულისხმობს.

განცხადებები გაკეთდა ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის მიერაც, რომლებიც საგამოძიებო ორგანოში უკვე დაიკითხბენ.

მანანა კობახიძემ დაადასტურა, რომ ე.წ. კოკაინის საქმეზე დაკავებულების შეწყალებას ითხოვდა.

ეკა ბესელიას თქმით, კი საზოგადოებას პირობა მისცა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს.

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ საზოგადოებამ დაინახოს, სად არის სიმართლე და შემდეგ შეაფასოს და გააკეთოს დასკვნა, რასთან გვაქს საქმე, რა ტიპის პროცესი თუ ავანტიურა არის დაწყებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ინფორმაცია დოკუმენტური მასალა რაც კომიტეტს გააჩნდა და გააჩნია ამ საქმესთან დაკავშირებით და ფაქტებთან, ეს ინფორმაცია პროკურატურას მივეცი და მათ ეს დაეხმარება, დაინახონ რეალობა" - განაცხადა ბესელიამ.

"ნიუპოსტი" დაინტერესდა არის თუ არა "შეწყალების კომისიის" სკანდალი და მასში მოქმედი დეპუტატების შესძლო მონაწილეობა იმის წინაპირობა, რომ აღნიშნულ პირებს უფლება-მოსილება შეუწყდეს.

როგორც "საიაში" აცხადებენ, "პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილება შეიძლება შეუჩერდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ პარლამენტი თანხმობას გასცემს".

რაც შეეხება უშუალოდ "კოკაინის" საქმეს შსს-ს ოფიციალური ინფორმაცი­ით, 2010 წლის 2 ივნისს ქუთაისსა და თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა საერთაშორისო ნარკოკარტელის 5 წევრი: ანასტასია ზაუტაშვილი, მევლუდ სვანიძე, რომან მუსემიანი, გიორგი ჩეჩელაშვილი და თენგიზ გურჩიანი. საბერძნეთის მოქალაქე და ესპანეთში მცხოვრები ნუგზარ ბოჭორიშვილი ამ ჯგუფს რეგულარულად უგზავნიდა ჯართს პანამიდან, პერუდან და კოლუმბიიდან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42