"კოკაინის საქმეზე" ბრალდებულ ბოჭორიშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ მივიჩნევდით - ბერძენიშვილი
პოლიტიკა - 17:30, 14 Dec, 2015     2488
"რესპუბლიკური პარტია" "კოკაინის საქმეზე" ბრალდებულ ნუგზარ ბოჭორიშვილს პოლიტიკურ პატიმრად არ მიიჩნევდა " - ამის შესახებ "ნიუპოსტს" პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა.

როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, ბოჭორიშვილი "რესპუბლიკური პარტიის" წევრი ნამდვილად იყო, თუმცა ის პარტიის საქმიანობასთან დაკავშირებული არ ყოფილა.

"დავიწყოთ იქიდან, რომ როცა ბოჭორიშვილს აკავებდნენ ის უკვე აღარ იყო პარტიის წევრი. ვადასტურებთ, რომ ბოჭორიშვილი ადრე იყო ჩვენი პარტიის წევრი, თუმცა ბოჭორიშვილის დევნა, როგორც რესპუბლიკური პარტიის წევრის უბრალოდ არ მიმდინარეობდა, ის არ იყო გამორჩეული პარტიული მოღვაწე. მაგაზე მნიშვნელოვანი ხალხი გვყავდა და გვყავს პარტიაში. მისი დაკავების დროს, გვკითხეს, ხომ არ იყო ეს პოლიტიკური დევნა, მაგრამ მაშინაც ვთქვით, რომ საქმე არ გვქონდა დევნასთან"- აღნიშნა ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძის პროკურატურაში დაკითხვის საკითხს, უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ "მისი კოლეგები უდანაშაულობის პრეზუმფციით სარგებლობენ, სანამ გამოძიება საპირისპიროს არ დაამტკიცებს".

ცნობისთვის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ ნუგზარ ბოჭორიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი იყო, როცა მის მიმართ დევნა მიმდინარეობდა.

„ეს ცნობა და დოკუმენტი არსებობდა, ეს ცნობა თავად „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გასცა და მას მოთხოვნა ჰქონდა, რომ მისი საქმე როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ისე განხილულიყო“ - განაცხადა კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42