ეკონომიკის მინისრს დიმიტრი ქუმსიშვილს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის დასკვნაზე დადებითი მოლოდინები აქვს.
მისი თქმით, მთავრობამ ამ მიმართულებით მთავრობამ ყველა სამუშაო წარმატებით შეასრულა.
„გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ეს გამომდინარეობს იქედან, თუ რა სამუშაოები იყო შესრულებული. ყოველთვის არსებობს წინარე შეფასებები და წინარე შეფასებებით დადასტურებული გვაქვს, რომ ჩვენ შევასრულეთ ის მოთხოვნები, რომლებიც ჩვენზე იყოს დამოკიდებული. ხვალ კარგი დღე გვექნება. მე ძალიან მიხარია ხვალინდელი დღე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
აქართველოს მიერ ,,სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის“ შესრულების შესახებ საბოლოო ანგარიში ხვალ 15 დეკემბერს გამოქვეყნდება. ევროკომისიის ანგარიში გახდება წინაპირობა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, დათანხმდნენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის შემოღებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები






