ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ რისკებებზე საუბრობს
პოლიტიკა - 14:46, 14 Dec, 2015     1188

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფინანსურ რისკებებზე საუბრობს.

„საავადმყოფოების მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს ათეულობით მილიონი ლარის დაგროვილ დავალიანებას კატეგორიულად უარყოფს მინისტრი დავით სერგეენკო. არადა ციფრები სულ სხვას მეტყველებენ.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ დაგეგმილ 470 მლნ ლარში ჩატეულიყო, მაშინ სამინისტროს კვირაში საშუალოდ 9 მლნ ლარი უნდა ეხარჯა. დღემდე ხარჯავდა 11 მლნ ლარს და ამიტომაც მოუწია დაგეგმილ 470 მლნ ლარზე 96 მლნ ლარის დამატება.

მაგრამ 7-14 დეკემბრის შუალედში სამინისტრომ 19 მლნ (!) ლარის დავალიანება გაისტუმრა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ეწევა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს. სხვადასხვა მონაცემებით, დაგროვილი დავალიანება 100 მლნ ლარზე მეტია.

შემნილ მდგომარეობაზე გასულ კვირაში განცხადება გაავრცელა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელმაც აღნიშნა “ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ 2016 წელს საკუთარ ხარჯებს მონიტორინგი გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით გაუწიოს.”

უძირო ქვევრი - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - რამდენიმე მიმართულებით ქმნის პრობლემას:

1. კვლევები აჩვენებს, რომ პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ღარიბები;

2. იგი ხელს უწყობს ინფლაციას ჯანდაცვის სფეროში, რითაც ღარიბებს კიდევ უფრო მეტად ურთულებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას;

3. საავადმყოფოებისადმი დავალიანება აისახება მედპერსონალის ანაზღაურებაზე, შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხზე და პაციენტების ჯიბეზე;

4. ერთბაშად დიდი თანხების ბაზარზე გამოსროლა, როგორც ეს გასულ კვირაში მოხდა, აისახება ლარზე.“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42