ბრიუსელში დღეს ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ქვეყნებთან დაკავშირებით იმსჯელებენ და და ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს შეაფასებენ. დისკუსიის მთავარი თემა ევროკავშირი- საქართველოს და ევროკავშირი უკრაინის ურთიერთობა იქნება. მინისტრები უკრაინაში მიმდინარე რეფორმებსა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედებაზე ისაუბრებენ, ასევე შეეხებიან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან.
უცხოური მედიის ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვა დღის წესრიგში არ დგას, რადგან ევროკავშირი ევროკომისიის ანგარიშს დაელოდება, რომლის გამოქვეყნებაც ხვალ იგეგმება.
მინისტრების შეხვედრის დღის წესრიგში ასევე დგას, მიგრაციული კრიზისი, ტერორიზმთან ბრძოლა, ვითარება ლიბიაში და ახლო აღმოსავლეთში.
მასალის გამოყენების პირობები






