საქართველოს ეკონომიკა, ბოლო წლების განმავლობაში, გაღარიბდა- ზურაბ მელიქიშვილი
პოლიტიკა - 13:01, 14 Dec, 2015     655

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ზურაბ მელიქიშვილის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაღარიბდა, ამის დაფარვას კი საქართველოს ხელისუფლება გაუფასურებული ლარის პარამეტრებით ცდილობს:

"საქართველოს ეკონომიკა, ბოლო წლების განმავლობაში, გაღარიბდა, რის დაფარვასაც გაუფასურებული ლარის პარამეტრებით ცდილობს საქართველოს მთავრობა და მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. თუმცა, ყველას შეუძლია რეალური სურათი საქტატის ოფიციალურ ინფორმაციაში იხილოს, სადაც საქართველოს ეკონომიკა გამოსახულია დოლარში და იმ რეალურ გაღარიბებას ასახავს, რასაც თითოეული მოქალაქე გრძნობს. აღნიშნული სტატისტიკის შესაბამისად თვალნათლად ჩანს, რომ 2015 წლის პირველ 2 კვარტალში, გასული წლის პირველ 2 კვარტალთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 940 მილიონი დოლარით შემცირდა. რომ შევადაროთ მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით ერთ სულ მოსახლეზე ნომინალში, დოლარში შემოსავალი, მხოლოდ 8 დოლარით გაიზარდა 2015 წლის მე-2 კვარტალში. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ ეს დაანგარიშებულია 3 მილიონ 700 ათას მოსახლეზე, ხოლო 2014 წლის მაჩვენებელი ძველი აღრიცხვით არსებულ რაოდენობაზე. აქაც მხოლოდ 8 დოლარზეა საუბარი. გვეუბნებიან, რომ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტი არ ანგარიშდება, თუმცა ესაა ის ინფორმაცია, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები იყენებენ, ისევე როგორც ინვესტორები. "- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42