"დააკვირდით , ვინ ახმაურდა ელისაშვილის განცხადებების შემდეგ?- ნაციონალები და კილაძე!"- ბესელია
პოლიტიკა - 11:58, 14 Dec, 2015     5747
ალეკო ელისაშვილის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს , იმასთან დაკავშირებით, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი შეწყალების კომისიაზე ზეწოლას ახდენდა, რათა კონკრეტული პატიმრის შეწყალებაზე დადებითი რეკომენდაცია გაცემულიყო, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გამოეხმაურა. ბესელიას თქმით, პატიმართა შეწყალების თაობაზე აგორებული სკანდალი პოლიტიკური კამპანიაა და ის ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდის დადგომას უკავშირებს.

„თუ მართლა ჰქონდა ადგილი კორუფციულ დანაშაულს , რაზეც ბატონი ელისაშვილი ლაპარაკობს, მაშინ ყველა დამნაშავე კანონის ძალით უნდა დაისაჯოს, მაგრამ თუ ასეთი დანაშაული არ დადასტურდება , კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს თავად ბატონი ელისაშვილი! საინტერესოა , რატომ აუბა მხარი ბატონ ელისაშვილს „სკანდალურმა“ ელისო კილაძემ? რა კავშირია მათ შორის? ამ პროცესში კილაძის გამოჩენამ ბევრი რამ ცხადი გახადა, რადგან ყველამ იცის , ეს ქალი რას წარმოადგენს და თავისი ცრუ განცხადებებით , გამოგონილი ფაქტების ტირაჟირებით ვის ინტერესებს ემსახურება! დააკვირდით , ვინ ახმაურდა ელისაშვილის განცხადებების შემდეგ?- ნაციონალები და კილაძე!

კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ბატონ ელისაშვილს არასოდეს შევხვედრივარ! საერთოდ , იმ პერიოდში, როცა ბატონი ელისაშვილი შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო მასთან არანაირი შეხება არ მქონია!“- აცხადებს ეკა ბესელია „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

წყარო "ასავალ-დასავალი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42