გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრს ეწვია
პოლიტიკა - 11:54, 13 Dec, 2015     688
ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს (GPSTC) ესტუმრა და უწყების ხელმძღვანელ ქრის ვიგგინტონს შეხვდა.

ქრის ვიგგინტონმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ვიდეოპრეზენტაცია წარუდგინა და ცენტრის სტრუქტურა, სპეციფიკა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის კუთხით შემუშავებული სასწავლო პროგრამები დეტალურად გააცნო.

„აღნიშნული ცენტრი სასწავლო-საწვრთნელი ბაზაა, სადაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიციის ოფიცრები, „911“-ის ცხელი ხაზის ოპერატორები, საგანგებო სიტუაციების მართვის მუშაკები და მაშველები შესაბამის მომზადებასა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გადიან. სასწავლო ცენტრი 1980 წელს დაარსდა და 4 საგანმანათლებლო დანაყოფს აერთიანებს, კერძოდ: პოლიციის აკადემიას, მაშველ-მეხანძრეთა აკადემიას, საბაზისო მომზადებისა და სასწავლო პროგრამების განყოფილებებს“,- აღნიშნა ქრის ვიგგინტონმა. მისი განმარტებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი 400-მდე ჰექტარ ტერიტორიაზეა განთავსებული. არსებული ინფრასტრუქტურა და სასწავლო პროგრამები მაღალი დონის პროფესიონალების მომზადებას ითვალისწინებს, რომლებიც თეორიასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ეუფლებიან.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრი დაათვალიერა და პრაქტიკულ გაკვეთილებში პირადად მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენს უწყებასა და ჯორჯიის შტატის სამართალდამცავ ინსტიტუტებს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრი ჩვენი თანამშრომლების გადამზადებაში დაგვეხმარა. სასწავლო ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში, ჩვენი ქვეყნის პატივსაცემად, ქართული პოლიციის კუთხეა მოწყობილი. ეს დიდი მხარდაჭერისა და თანადგომის გამოხატულებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ბატონ ქრის ვიგგინტონსა და მის გუნდს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ძლიერების საფუძველი - რაც შეიძლება მეტი მაღალკვალიფიციური კადრია. ამიტომ, ჩემი მიზანია, საქართველოს პოლიციის აკადემიის რეფორმა და მისი გარდაქმნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, რეგიონალური მასშტაბის სასწავლო ცენტრად“, - აღნიშნა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ტრენინგების პროგრამის „ჯორჯია –საქართველოსთვის“ ფარგლებში, ორი ქვეყნის პარტნიორი უწყებების - საქართველოს შსს-ს აკადემიასა და ჯორჯიის შტატის საზოგადოებრივი უსაფრთხოების სასწავლო ცენტრს შორის მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. ერთობლივი პროგრამის საფუძველზე, GPSTC უზრუნველყოფს კურიკულუმების, სასწავლო მეთოდოლოგიებისა და ინსტრუქტორების გაცვლას. სასწავლო ვიზიტი ჰენრისა და ქობის ოლქებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაეხმარა „112“-ის სერვისის ჩამოყალიბებაში, რომელიც ყოფილ საბჭოთა სივრცეში პირველი, აშშ-ს „911“-ის ექვივალენტია. ცენტრის პროფესიული სასწავლო პროგრამებისა და სამართალდამცავი ორგანოების მართვა-განვითარების სისტემების გაცნობამ, თავის მხრივ, წვლილი შეიტანა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის რებრენდინგისა და შსს-ს აკადემიის განვითარების პროცესებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42