NGO-ები ენმ-ის ოფისზე მომხდარი თავდასხმის დროულ გამოძიებას ითხოვენ
პოლიტიკა - 18:32, 12 Dec, 2015     1178

არასამთავრობო ორგანიზაციები დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურებიან და სამართალდამცველებს ფაქტის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებენ.

მესამე სექტორის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის პოლიტიკური პროცესების მშვიდ და სტაბილურ გარემოში წარმართვას.

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის 9 დეკემბერს, ღამის საათებში, ქალაქ დედოფლისწყაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სროლის შედეგად დამსხვრეულია ოფისის ფანჯრის მინები, დაზიანებულია კედლები და საოფისე ავეჯი. აღსანიშნავია, რომ ოფისის მესაკუთრე იმავე შენობაში, მეორე სართულზე ცხოვრობს. მისი განცხადებით, მომხდარი ფაქტი 10 დეკემბერს დილით დააფიქსირა და აღნიშნულის თაობაზე პოლიციას შეატყობინა.

„სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორი ესაუბრა ნაციონალური მოძრაობის დედოფლისწყაროს პარტიის ლიდერს, ლევან ბაღაშვილს, რომლის განცხადებითაც ოფისის დაცხრილვა ღამის საათებში მოხდა და საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ამავე შენობაში განთავსებულია საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზაზა კედელაშვილის ოფისი. პარტიის წარმომადგენლების თქმით, ოფისის დაცხრილვის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დედოფლისწყაროს სამმართველო იძიებს.

აღსანიშნავია, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე თავდასხმის შემთხვევები მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეშიც დაფიქსირდა, როდესაც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში თავს დაესხნენ და დააზიანეს პარტიის ოფისები. რიგ შემთხვევაში, აჭედეს შენობის კარი და შეღებეს ოფისის ფასადები. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებს დროული და ობიექტური გამოძიების ჩატარებისკენ მოვუწოდეთ.

ძალადობრივი ქმედებები ხელს უშლის პოლიტიკური პროცესების მშვიდ და სტაბილურ გარემოში წარმართვას, და რისკის ქვეშ აყენებს არამხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკურ ძალებისათვის ნორმალურ სამუშაო გარემოს, არამედ ოპოზიციაში მყოფი პირების უსაფრთხოებასაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს ქვეყანაში სტაბილური და მშვიდი წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნება. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს მოახდინონ ამ და სხვა ძალადობრივი ინციდენტების სწრაფი, ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს წერენ სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42