გიორგი მარგველაშვილი რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა
პოლიტიკა - 16:44, 12 Dec, 2015     2045

თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა.

თურქეთისა და საქართველოს პრეზიდენტებმა შეხვედრისას ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ჭრილში აქტუალური საკითხები განიხილეს - თემები, რომელიც უკავშირდება ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზის პროექტის დაჩქარებას, აღმოსავლეთ - დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის გამტარიანობის ზრდას, კასპიის ენერგორესურსების ტრანსპორტირების ახალ შესაძლებლობებს.

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის პრეზიდენტს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა, თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო გაფართოვდეს თანამშრომლობა, თურქმენეთს, აზერბაიჯანს საქართველოსა და თურქეთსა და ევროკავშირს შორის.

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები.

თურქეთმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და დაგმო რუსეთის ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმება ცხინვალისა და აფხაზეთის რეჟიმებთან.

საქართველომ კიდევ ერთხელ მიიღო მხარდაჭერა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს პარტნიორი და ნატოს წევრი, იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანების ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი.

დღესვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან - ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42