ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია სოციალურ ქსელში „ფეისბუქთან“ დაკავშირებით საკუთარ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს. როგორც კაკულიას პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული ქართველმა წინასწარმეტყველმა ჯერ კიდევ გასული წლის 21 ნოემბერს თქვა, რომ „ფეისბუქი“ ფასიანი გახდებოდა.
„ვხედავ, მუშაობენ „ფეისბუქის“ ახალ ვერსიაზე, რომელზე წვდომაც ექნებათ მხოლოდ იმათ, ვინც შესაბამის გადასახადს გადაიხდის. ამას კი ვერ მოახერხებს საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები. ეს ცუდი სულაც არ არის, ვინაიდან ამ ფენას ისედაც არ უნდა ეცალოთ ინტერნეტით გართობისთვის. მათ მთელი ძალა უნდა მიმართონ საკუთარი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.
გარდა ამისა, ინტერნეტმა, სოციალურმა ქსელებმა დიდი ზიანი მიაყენა ადამიანებს; იმდენად დიდი ზიანი, რომ ფსიქიკა ლამის მოუშალა. ინფორმაციები, რომლებიც ვრცელდება ამ გზით, ძაბავს და ღრმა დეპრესიაში ყრის ხალხს. ადამიანები თვითმკვლელობამდეც კი მიდიან, ვინაიდან მოდის დიდი უარყოფითი ენერგეტიკა, რომელიც მთელ სივრცეს იპყრობს. არცერთი პროცენტი აღარ რჩება პოზიტივისა ამ ქაოსში. არის ლანძღა- გინება, შეურაცხყოფა… და მთელი ეს სიტუაცია ჯოჯოხეთს ჰგავს. ამიტომ, ვიმეორებ, რომ კარგია, რომ ფასიანი გახდება. სოციალური ქსელი სჭირდებათ იმათ, ვინც მუშაობენ პოლიტიკასა და ბიზნესში. მეტი ლამის არავის. ერთი სიტყვით, ის უნდა მოიხმარონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სჭირდება სახელმწიფოს.
ინტერნეტი, სოციალური ქსელი _ ეს არ არის შვება, ან დიდი სიხარული; არ არის ის, რაც მოგცემთ უზრუნველ ცხოვრებას. ანუ, ხატოვნად რომ ვთქვათ, არ არის ის ვენახი, რომელიც ყურძნის უხვ მოსავალს მოგცემთ. ეს არის ნერვიული სისტემის მოშლა. ეს მიიღებს მასიურ სახეს, რაც მსოფლიოს ძალზე შეაფიქრიანებს და მიიღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ვიწინასწარმეტყველე.
დღეს თითქოს წარმოუდგენელია, რომ მოვლენები გადავიდეს იმ რელსებზე, რომელიც მე ვიწინასწრამეტყველე, მაგრამ ეს ასი პროცენტით ასრულდება“, - წერს კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები






