პრემიერ-მინისტრი საქართველოს რეგიონების და რაიონების განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ამ მხრივ მთავრობვას კონკრეტული გეგმა აქვს.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა კონფერენციაზე "ადგილობრივი თვითმმართველობა - საუკეთესო პრაქტიკა 2015" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რეგიონის გაძლიერებას ხელს უწყობს პროგრამა "აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებში 130 საწარმო დაფინანსდა.
პრემიერის თქმით, პროგრამის დაწყების მთავარი მიზანი მოქალაქეების დასაქმება იყო.
„130-მდე საწარმო ჯამში 350 მლნ ლარის ინვესტიციით დაფინანსდა და დღეისთვის 6700 ადამიანია დასაქმებული. ასეთი პროგრამები რეგიონებში ეკონომიკის განვითარებას წაახალისებს. ჩვენთვის პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრებლების ადგილზე დამაგრება და დასაქმება. მინდა მადლობა გადავუხადო კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს "საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციას", რომელიც რეგიონების განვითარების პრობლემებზე ჩვენთან ერთად მუშაობს, ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს,“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






