გიორგი მღებრიშვილი ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 09:28, 12 Dec, 2015     895

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროს შტაბ-ბინას ეწვია. გიორგი მღებრიშვილი უწყების დირექტორს - ვერნან ქანანს და ბიუროს სხვა ხელძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სფეროში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელებს სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებსა და განვითარების პერსპექტივებზეც ესაუბრა. „თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ინტენსიური ტრენინგები უწყების შესაძლებლობების ეფექტური განვითარების ერთ-ერთი მთავარი პირობაა. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევების წარმატებით დასაძლევად აუცილებელია ჩვენი ერთად ყოფნა, ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა და გამოცდილების მუდმივი გაზიარება“,- აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

„საქართველოს შს მინისტრის პრიორიტეტები ზუსტად ემთხვევა ჩვენს ხედვას. ჩვენი გამოცდილება ცხადყოფს, რომ განათლება პროგრესის საწინდარია. განსაკუთრებით მსურს, აღვნიშნო, რომ საქართველო აშშ-ს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენი თანამშრომლობა ამის ნათელი მაგალითია. ჩვენ, პოლიციელებს, გვაქვს მსგავსი გამოწვევები, ერთნაიარად ვაზროვნებთ, ვმოქმედებთ, ერთნაირად აღვიქვამთ პრობლემებს და ამიტომ, გამოცდილებისა და ინფორმაციის მუდმივ გაზიარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ეფექტური მუშაობისთვის“, განაცხადა ვერნან ქანანმა.

ოფიციალურ შეხვედრას ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიუროში ის ექსპერტებიც დაესწრნენ, რომლებიც სხვადასხვა დროს საქართველოს შსს-ს თანამშრომელთა გადამზადებაში მონაწილეობდნენ და მომავალშიც მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავენ.

ჯორჯიის შტატის საგამოძიებო ბიურო აქტიურადაა ჩართული აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL)-ს ტრეინინგებისა და განვითარების პროგრამებში. საქართველოში ბიურომ უკვე 30-ზე მეტი ინსტრუქტორი გამოაგზავნა, რომლებმაც შს სამინისტროს 350-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42