"გასულ წელთან შედარებით, სოლიდური ზრდა გვაქვს სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით"
პოლიტიკა - 21:11, 11 Dec, 2015     1174

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა თურქმენეთში ვიზიტის პირველი სამუშაო დღე მედიასთან შეაფასა.

„გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა თურქმენეთში და ამ პერიოდის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. რაც პოზიტიურად აისახა ჩვენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობაზე. გასულ წელთან შედარებით, სოლიდური ზრდა გვაქვს სავაჭრო ბრუნვისა და ინვესტიციების თვალსაზრისით, ასევე გაიზარდა ტურისტების რაოდენობა თურქმენეთიდან. კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა სატრანსპორტო მიმართულებით. ძალიან რეალური ხდება, ერთის მხრივ პროექტი „Lapis Lazuli“ , სადაც ჩართული იქნება სწორედ თუქრმენეთი, რაც არის ავღანეთის ინიციატივა. ძალიან აქტუალური საკითხია ენერგო სექტორში თანამშრომლობა, ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება თურქმენეთიდან ევროპის მიმართულებით საქართველოს გავლით. ამ კუთხით საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება აშხაბადის დეკლარაციას, ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობის მიმართულებით ევროკავშირის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და ვიმედოვბნებთ, რომ თურქმენეთში ვიზიტის დროს ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, დაჩქარდეს ყველა ის ინიციატივა, რომელიც საქართველოს და თურქმენეთის თანამშრომლობას ჯამში ევროპის ენრგოუსაფრთხოების მიმართულებით გააძლიერებს“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან : საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ასევე პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე და ფიქრია ჩიხრაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42