„გიყვარს? არა, ვტ*ნავ“ - ეროვნული სექსის აღვირახსნილი კდემამოსილება
სოც.მედია - 20:19, 11 Dec, 2015     71877

ტელეწამყვანი დავით კოვზირიძე სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუს შემდეგი სათაურით ავრცელებს-"ეროვნული სექსის აღვირახსნილი კდემამოსილება."

„გიყვარს? არა, ვტ*ნავ“ - ხალხური

ჩემს ახალგაზრდობაში, რომელიც, სამწუხაროდ, ოთხმოცდაათიან წლებს დაემთხვა, სექსის ამბავი ვერ იყო მოგვარებული. მაშინ ამ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სულ რამდენიმენაირი გზა არსებობდა: მასტურბაცია - ყველაზე მარტივი და უდანახარჯო, მეძავები - სულ რამდენიმე იყო ქალაქში, შესახედავად - ისე რა, მოტივაციით - ისე რა და პროფესიონალიზმშიც - ისე რა, „რუსები“ - რაშიც იგულისხმებოდა ყველაფერი, რასაც ქერა თმა ჰქონდა და მოძრაობდა და შეყვარებულები - აქ სექსზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი მანამ, სანამ ჯერ არ გაიგებდი ყველა საერთო ნაცნობის ვინაობას და მერე მის ოჯახში ვეფხისტყაოსანს და ჭადრაკს არ შეიტანდი. ეს ტრადიცია მანამდეც არსებობდა კარგა ხანს და ამიტომ მთელი თაობები დაოჯახდნენ ისე, რომ სექსი არ ჰქონიათ.წარმოიდგინეთ? ჰო, ძნელი წარმოსადგენია და ზუსტად ამის შედეგია - „გიყვარს? არა, ვტ*ნავ“. ანუ ზუსტად მაშინ დაკანონდა, რომ თუ სექსი გაქვს, არ გიყვარს და თუ გიყვარს, სექსი არ გაქვს. ისე, ფროიდს რომ ეს გაეგო, არცკი ვიცი, რას იტყოდა. ან იტყოდა თუ არა რამეს საერთოდ.

სწორედ მაშინ შეიქმნა ყველაზე სასაცილო ინსტიტუტი მსოფლიოს ისტორიაში - ქალიშვილობის. ეს ინსტიტუტი გარედან კი სასაცილოა, მაგრამ თუ შიგნით შევიხედავთ და დავფიქრდებით, რამდენჯერ მომხდარა ყველაფერი არასწორად ამის გამო, მაშინ ცოტა დასერიოზულება მოგვიწევს. მაგალითებს ნუ ჩამომათვლევინებთ, ყველამ ვიცით ისტორიები ამ ციკლიდან.საქართველო მხოლოდ ზემოხსენებული ეროტიკული კატაკლიზმების გამო არაა უნიკალური ქვეყანა, რადგან ჩვენ ძალიან უცნაური რაღაც გვაქვს კიდევ გაკეთებული - ჯერ დავლეწეთ და მერე გავაქრეთ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სექს შოპი, შემდეგ კი ჟურნალი ფლეიბოი დავხურეთ ამაყად. საქართველო მგონი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სიტყვა სექსუალური არა კომპლიმენტს, არამედ დედის გინებას ნიშნავს.სხვაგან ალბათ არსად სთავაზობენ მეძავები კლიენტებს „უკომპლექსო“ სექსს. იმისთვის, რომ გავიგოთ, რას ნიშნავს სექსის ეს სახეობა, ლოგიკური იქნება, ჯერ გავარკვიოთ რა არის „კომპლექსიანი“ სექსი, თუმცა ამ ამოცანის ამოხსნა შეუძლებელია.მხოლოდ ჩვენთან ითვლება ორალური სექსი და კუნილინგუსი უმძიმეს ცოდვად, თუმცა როგორც ჩემ ერთ ნაცნობს უთხრა მრავლისმნახველმა მეძავმა, არავინ ისე გააფთრებით და მედგრად არ ითხოვს მისგან ველურ კუნილინგუსს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ვაჟკაცები.ვერც ისეთ ქვეყანას ვიპოვით სავარაუდოდ, სადაც მარტო მყოფ ქალს, რომელსაც ვისთანაც და როცა გაუხარდება, მაშინ აქვს სექსი, ქვია ჩათლახი და კაცს - კაცური კაცი.

გინახავთ როგორ ყიდულობენ თბილისის აფთიაქებში პრეზერვატივს? რამხელა განცდები, რამხელა ფერთა პალიტრა სახეზე, რამხელა ფანტაზია სიტყვა პრეზერვატივის ჩანაცვლებისას.და ის, ფილმი ჭამა და სექსი რომ გამოვიდა და სალაროებში ასე რომ კითხულობდნენ - ჭამა და იმაზე ბილეთები გაქვთ?და ის, საქართველოში რომ „გეიები“ არ არსებობენ?და ის, სადმე ოდნავ თხლად ჩაცმული ლამაზი გოგოს ფოტოს რომ ნახავენ ინტერნეტში და ნათესავს რომ არ უტოვებენ უგინებელს ზეაგრესიული, ზემორწმუნე, ზევაჟკაცი და ზეონანისტი ყმაწვილები?და ის, ცოლ-ქმარს ფაქტობრივად აღვირი რომ უკეთიათ ლოგინში და საკმარისია რომელიმეს ეს აღვირი ოდნავ აეხსნას, ანუ პატარა იმპროვიზაციას მიმართოს, საპასუხო იმპროვიზაციას კი არა, სილას რომ იღებს უწმინდურ ლოყაში? და თითქმის ყველა იმ თაობის ქართველის მამა რომ ალა პუგაჩოვასთანაა ნაგულავები?ისე, საცოდაობა არაა, ზემოხსენებული ფროიდი ამ ეპოქის საქართველოში რომ არ ცხოვრობდა? რამხელა მასალა ნიავდება ტყუილად. თუმცა ის რომ აქ დაბადებულიყო, რაღაც მომენტში მაინც მოუწევდა ბავშვობაში ოცდაათი შეზარხოშებული ტიპისთვის პასპორტის ჩვენება, თან სკამზე დამდგარს, ან ერთხელ მაინც იტყოდა ანდაზად ქცეულ სიტყვებს - მაგ გოგოს არავინ გაეკაროს ჩემი დედას შევეცი, განაბის ცოლისდაა“, - წერს კოვზირიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42