გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას პრეზიდენტს შეხვდა
პოლიტიკა - 19:58, 11 Dec, 2015     1530

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს ნიკოლაე ტიმოფტის შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტურ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო-მოლდოვას შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში.

„მოლდოვა საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია, ჩვენ ერთნაირი ხედვა გვაქვს ევროპული ინტეგრაციის კუთხით და ამავე დროს გვაქვს ერთნაირი პრობლემები, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ბუნებრივია ჩვენი თანამშრომლობა, აზრთა ურთიერთგაცვლა, გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.

მოლდოვა ჩვენზე წინ არის უვიზო მიმოსვლის კუთხით და თუნდაც ის ფაქტი, რომ ამ მოვლენის შემდგომ მოლდოვაში ასე ვთქვათ დნესტრისპირეთის რეგიონიდან ძალიან გაიზარდა ევროპული ვიზების მოთხოვნა და შესაბამისად მოლდოვურ პასპორტებზე მოთხოვნა, ეს ძალიან დამაიმედებელია საქართველოსთვისაც. თითოეული ქართველისათვის მნიშვნელოვანია ევროპული ინტეგრაცია, ჩვენ ამას ვუყურებთ როგორც გზავნილს და შესაძლებლობას ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეებისთვის.“-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ.

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

12 დეკემბერს კი, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42