„ნაციონალური მოძრაობა“ ფინანსთა მინისტრს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს უწუნებს. როგორც პარტიის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული არც ერთი საბიუჯეტო პროგნოზი არ გამართლდა.
„არ შემიძლია არ ავღნიშნო ფაქტი, რომ ნოდარ ხადურმა 4-ჯერ ესროლა სამიზნეს საბიუჯეტო პროგნოზი და ოთხივე ააცილა, რაც რა თქმა უნდა სამწუხაროა ჩვენი მოსახლეობისთვის. ვერცერთი პროგრნოზი, რომელიც თქვენი ხელმძღანელობით იქნა შემოტანილი პარლამენტში, ვერ გამართლდა. 2013 წელს ვერ გამართლდა ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და ბიუჯეტი 700 მილიონით გაირღვა. 2014 წელს საქართველო არჩევნის წინაშე იყო - ბიუჯეტი ფურცელზე შესრულებულიყო თუ ლარს აეღო დამატებითი ტვირთი და თქვენ მეორე გზა აირჩიეთ. ამის გამო ლარის გაუფასურება დაიწყო. ვერც გამართლდა 2015 წელსაც, როცა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ორჯერ მოგიწიათ. მათ შორის იმ ნაქები პროექტების შემცირების კუთხით, რომელიც წინა წლის დეკემბერში დიდის ამბით წარუდგინეთ პარლამენტს“, - განაცხადა მელიქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






