ეს კონკრეტული ბრიფინგი შევა КГБ-ს წარმატებულ ღონისძიებათა სიაში - ახალაია პროკურატურის განცხადებაზე
პოლიტიკა - 18:34, 11 Dec, 2015     2521

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და საგამოძიებო უწყებას რუსული სპეცსამსახურების შემსრულებელს უწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალაია განცხადებას ავრცელებს.

„გამოვაცალოთ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ყველაფერი, რაც მათი ბოროტი კითხვის მხატვრულ ჟანრს ახასიათებს. ცოტა ყურადღებით დავაკვირდეთ სხვა გარემოებებს - საქმეს, რომელიც ეხება თითქოს არშემდგარი ტერაქტის გამო ჩადენილ დანაშაულს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს კამპანიური ხასიათის თითქოს სისხლისსამართლებრივი დევნა, სინამდვილეში ფაქტი, უფრო მძიმე და დამაზიანებელია, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს - არც მარტო ვინმესთვის რამე დანაშაულის დაბრალებაა და თუ გნებავთ არც რამე დანაშაულის გამოვლენა.

მე კი დანამდვილებით გეტყვით, რომ საქმე გვაქვს ქართული სპეცსამსახურების მთლიანად რუსეთისთვის გადაბარებასთან სრული მონაცემების ბაზებით, როგორც ჩანს, მათ შორის ყველა იმ ადამიანის გამოვლენასთან, რომლებიც ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდნენ.

ამიტომაც დასკვნა საკმაოდ მძიმეა, რუსული სპეცსამსახურების ხელში როგორც ჩანს აღმოჩნდა ყველაფერი, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის ფარული გზებით კეთდებოდა წლების განმავლობაში. შესაბამისად ზუსტად შეიძლება ითქვას, რომ პროკურატურა თავისი ვიწრო ინტერესიდან გამომდინარე (მაგალითად გიგი კალანდაძის, რომელიც დღესაც რუსების წინააღმდეგ იბრძვის უკრაინაში, რომა შამათავას, რომლის საქმეშიც მთავარი მტკიცებულება ბაღაფშის პრესკონფერენცია იყო, ზურაბ შამათავას, ალექსანდრე გორგაძის, დათა ახალაიას ხელოვნური დევნა) არც კი იცის სინამდვილეში რას აკეთებს. ისინი უბრალოდ ბრმა შემსრულებლები არიან რუსული სპეცსამსახურების. რეალობა ისაა, რომ ასეთი დანაშაული არ მომხდარა და დასახელებულ ადამიანებს არაფერი აკავშირებთ წარდგენილ ბრალთან.

უფრო ცხადი რომ იყოს მარტივად გეტყვით, მე საქართველოში ვიმყოფები და წესით პროკურატურას ჩემგან უნდა მიეღო ჩვენება, უნდა დაინტერესებულიყო ხომ არ მიმდინარეობდა რამე სრულიად ლეგიტიმური ფარული საქმიანობა რუსული სპეცსამსახურების წინააღმდეგ, ხომ არ შეგვქმნია პრობლემა ჩვენი აგენტურის უსაფრთხოების გამო, ხომ არ დაგვჭირვებია რაიმე სახის ღონისძიებების გატარება, რომ კონკრეტული ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა და შეგვენარჩუნებინა მისი შემდგომი პროდუქტიულობა.

მაგრამ ეს კითხვები შეიძლება გაჩენოდა ქართულ სამართალდამცავ ორგანოებს, რომლებიც როგორც ჩანს არ არსებობენ და მათ მაგივრად რუსული სპეცსამსახურები ცალ კარში თამაშობენ.

გაივლის წლები და ეს კონკრეტული ბრიფინგი შევა КГБ-ს წარმატებულ ღონისძიებათა სიაში, მაშინ ყველასთვის ყველფერი სრულიად ცხადი იქნება, შერცხვებათ მარტო მათ ვინც ბრმად აკეთებდა ასეთ საქმეებს და მერე ბრიყვულად იმეორებდა ამ სისულელეებს“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42