საქართველოს და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ეკონომიკური პროექტები განიხილეს
პოლიტიკა - 18:18, 11 Dec, 2015     1291

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა.

შეხვედრისას ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა საქართველო-თურქმენეთის გააქტიურებული პოლიტიკური დიალოგის მხარდაჭერის საკითხი დაადასტურეს და გასული წლის მუშაობის შედეგები შეაჯამეს.

საქართველოს პრეზიდენტის აღნიშნა, ქვეყნებს შორის გააქტიურებულმა პოლიტიკურმა ურთიერთობებმა ასახვა ჰპოვა ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც, მნიშნელოვნად გაიზარდა სავაჭრო ბრუნვა, ტურისტების რაოდენობა, ინვესტიციები. 2015 წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველო თურქმენეთს შორის სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 63 პროცენტითაა გაზრდილი.

საქართველოს პრეზიდენტმა გურბანგულ ბერდიმუჰამედოვს „აღმოსავლეთ - დასავლეთის“ გაზსადენის პროექტის განხორციელება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსათვის, როგორც სატრანზიტო ქვენისთვის, ამ გაზსადენის ამუშავება ევროპაში თურქმენული გაზის შემდგომი ტრანსპორტირების წინაპირობას ქმნის.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო წარმოადგენს ე.წ. „სამხრეთის გაზის დერეფნის“ აქტიურ მონაწილე მხარეს, რომლის სრულმასშტაბიანი ამოქმედებისათვის თურქმენეთის ნახშირწყალბადების რესურსს დიდი მნიშვნელობა აქვს.

აქედან გამომდინარე, საქართველო სრულად უჭერს მხარს მიმდინარე წლის მაისში მიღებულ „აშხაბადის დეკლარაციას“ და მიესალმება ტრანს-კასპიური მილსადენის მშენებლობის ხელშეწყობის მიზნით ევროკავშირის ინიციატივით სამუშაო ჯგუფის შექმნას.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აბრეშუმის“ გზა“ თურქმენეთსა და საქართველოს შორის უფრო ფართო სატრანსპორტო თანამშრომლობის პერსპექტივას ქმნის.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, პროექტის «Lapis Lazuli» მნიშვნელობას, რომელიც წარმოადგენს ავღანური მხარის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის სატრანსპორტო, სატრანზიტო და სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

საქართველოს პრეზიდენტმა კონფლიქტური რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა უნდა გააგრძელოს.

გიორგი მარგველაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს საჩუქრად კავკასიური ნაგაზი გადასცა.

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.

12 დეკემბერს კი საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42