დღე-დღეზე ჩინეთიდან საქართველოში სატვირთო მატარებელი შემოვა - პრემიერი
პოლიტიკა - 17:43, 11 Dec, 2015     2106

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2016 წლის იანვარში გაიმართება–მთავრობის მეთაურმა აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობა დღეს მთავრობის სხდომაზე შეაჯამა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველო რეალურად იწყებს ისტორიული ფუნქციის შესრულებას. მანვე იმედი გამოთქვა, რომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ერთ წელიწადში დასრულდება.

„ჩინეთში ვიზიტის დროს შევხვდი ჩინეთის პრემიერ–მინისტრს და ამ შეხვედრაზე საბოლოოდ გადაწყდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ამ დღეებში ჩინეთში იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი და გუშინ უკვე ოფიციალურად დავიწყეთ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე. ჩინეთის ბაზარი ეს არის ყველაზე დიდი ბაზარი მსოფლიოში, ეს არის 1 მილიარდ 400 მილიონიანი მომხმარებლის ბაზარი, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ მეწარმეებმა ნულოვანი დაბეგვრით გაიტანონ პროდუქცია. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს მოლაპარაკებები ერთი წლის განმავლობაში დასრულდება. ჩინეთის პრემიერმა პირადად დამიდასტურა მათი სურვილი და ნება, რომ საქართველოს მიეცეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. ჩვენ ვიქნებით მთელ ევროპაში მესამე ქვეყანა, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ამ ფაქტის მნიშვნელობა იმედი მაქვს ყველას კარგად ესმის და მივმართავ მეწარმეებს, ამ საკითხით დაინტერესდნენ და დაიწყონ მომზადება,“–განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, დღე-დღეზე ჩინეთიდან საქართველოში სატვირთო მატარებელი შემოვა, რაც დასტურია იმის, რომ „აბრეშუმის გზის“ პროექტი რეალიზებას იწყებს.
"ჩვენ ველოდებით მატარებელს, რომელიც ჩინეთის გავლით შემოვა საქართველოში დღე-დღეზე. შტორმი იყო კასპიის ზღვაზე და ალბათ ამიტომ დააგვიანდა. კორეიდან წამოსული ტვირთი შემოაქვს და მე ვფიქრობ, ეს იქნება სწორედ კარგი დასტური იმისა, რომ ეს პროექტი რეალიზებას იწყებს. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სანდო პარტნიორი, ტრანზიტული ქვეყანა ამ პროექტსა და ამ ისტორიულ მისიაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით, ჩინური მხარე კორიდორის მაქსიმალურ გახსნას მიესალმება.
"კორიდორის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში. ჩინეთის მხარე თავის მხრივ რა თქმა უნდა, მიესალმება კორიდორის მაქსიმალურ გახსნას და ადასტურებს, რომ აღნიშნულ კორიდორს მათთვისაც დიდი მნიშვნელობა აქვს. კორიდორის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ღრმაწყლოვანი ანაკლიის პორტი, რომელზეც ასევე ვისაუბრეთ. ასევე ეკონომიკური კომისიის ფარგლებში აღინიშნა მისი მნიშვნელობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42