ენმ-ის ოფისის თავდასხმის ფაქტი სწრაფად უნდა იყოს გამოძიებული - ომბუდსმენი სამართალდამცველებს
პოლიტიკა - 17:27, 11 Dec, 2015     1052

სახალხო დამცველი დედოფლისწყაროში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცხრილვის ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ყველა იმ ძალადობრივ ფაქტზე, რომელებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების მიმართ განხორციელდა.

„მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ ღამით აღნიშნულ შენობას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და მას ოცდაათამდე ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც ირკვევა, ამავე შენობაში დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატის – ზაზა კედელაშვილის ბიუროც არის განთავსებული. მოცემულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიმდინარე წლის ოქტომბერშიც განხორციელდა უკანონო ქმედებები, თუმცა, მსგავსი სიმძიმის ძალადობრივი ქმედება ამ დრომდე არ დაფიქსირებულა. სახალხო დამცველი მანამდეც მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა არ გააჩინონ დაუსჯელობის განცდა, დროული რეაგირება იქონიონ თითოეულ ასეთ ქმედებასთან დაკავშირებით და ამ სახით აღკვეთონ მათი სამომავლო განმეორების შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, აწარმოონ სწრაფი და ეფექტური გამოძიება ყველა იმ ძალადობრივ ფაქტზე, რომელებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების მიმართ განხორციელდა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს იმ გარემოებას, ხომ არ იყო ეს ქმედებები ჩადენილი სიძულვილის მოტივით. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან უმოკლეს ვადებში უნდა იქნას გამოვლენილი ამ ქმედებებში მონაწილე ყველა პირი, მათთვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველი, საკუთარი ინიციატივით, თვალყურს მიადევნებს სამართალდამცავი ორგანოების მუშაობის ეფექტურობას", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42