„ეს არის გაერთოს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა, რომ 11 დეკემბერი მთის საერთაშორისო დღეა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი პრიორიტეტი სწორედ მთის განვითარებაა, მით უმეტეს, რომ ჩვენ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ მთის კანონი, მთაზე ვაკეთებთ ძალიან დიდ აქცენტს, აქედან გამომდინარე გამოვდივარ ინიციატივით, შეუვერთდერთ გაეროს ამ გადაწყვეტილებას" - თქვა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მთასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს და აღნიშნა, რომ მთის დღის აღნიშვნა ამ მოვლენებთან პირდაპირ კავშირშია:
„მთის რეგიონებში პენსია 216 ლარი გახდება, დანარჩენ რეგიონებში კი - 180 ლარი. როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით< პენსია 100-120 ლარი იყო, შესაბამისად 80%-იანი ზრდა გამოდის. დღეს სპეკულირებენ იმით, რომ პენსია 20 ლარით გაიზარდა. 20-ით კი არა, 80 ლარით გაიზარდა მას სემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეღავათები შემოგვაქვს, რაც წაახალისებს არსებულ უნიკალურ რესურსს. ვფიქრობ, 10 წლის შემდეგ სერიოზული ინფრასტრუქტურა გვექნება შექმნილი. მოსახლეობა უნდა დავამაგროთ ადგილზე. ვიცი, რომ დაინტერესება უკვე არაერთმა ოჯახმა გამოხატა. რაღაში რამდენიმე ოჯახი უვკე დაბრუნდა. ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი წამახალისებელი ინიციატივა, რაც მთის კანონის მიღებამ გამოიწვია" - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






