როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საუბარი იყო საპატრიარქოს მეტ ჩართულობაზე შეწყალების კომისიაში.
„რამის სახელმწიფოს დანგრევა დაგვწამეს და დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა და ასე შემდეგ. ადამიანებმა, რომლებმაც არ იციან სახელმწიფოს და სამშობლოს ცნება. ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საცოდავები არიან ეს ადამიანები, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ თავდასხმა გააკეთონ პატრიარქის ინსტიტუტზე და პატრიარქზე, თუ მთავრობაზე ჩემზე საუბარი აღარ არის. თუმცა ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, იქ ვფიქრობ ყველაფერი წესრიგში იყო. საუბარი იყო პატრიარქის ჩართულობის გაზრდაზე ამ პროცესში. აქვე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი კონსტიტუციით არის დარეგულირებელი. შეწყალების კომისიაში ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი - ერთ-ერთი ეპისკოპოსი“, - აღნიშნა ღარიბაშილმა.
მისი თქმით, პატრიარქს არავის ფუნქცია და მითუმეტეს არავის დაცვა არ სჭირდება.
„აქვე მოვისმინე პატრიარქის ემოციური განცხადება და გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრზიდენტისთვის, რომელის უშუალო ფუნქციაა შეწყალება, რომ განხილულიყო ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. რა არის აქ ანტისახელმწიფოებრივი? ეს არის მიზეზი. გამოვააშკარავეთ ეს ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ. მაინტერესებს ამდენი აგრესია საიდან დაუგროვდათ მათ. ვერ გავიგე რა იყო აქ გაუგებარი. გაქვთ რაიმე შეკითხვა რომელიმე მინისტრს? სამწუხაროდ შემდეგ განმარტების გაკეთება მოუწია საპატრიარქოს. არავინ ითხოვს კონსტიტუციის შეცვლას, პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება, მითუმეტეს არც არავის დაცვა“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






