"SOS! SOS! ვაფრთხილებ ქალბატონებს..." - თბილისში მოძალადე ტაქსის მძღოლი დადის
სოც.მედია - 17:03, 11 Dec, 2015     38329
სოციალურ ქსელში ელე სარიშვილი ახალგაზრდა ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ წერს. მისი თქმით, შემთხვევა 1 დეკემბერს თბილისში მოხდა. ახალგაზდა ქალზე ტაქსის მძღოლმა იძალადა:

„SOS! SOS! SOS! ყურადღებით წაიკითხეთ და ჩემი დიდი თხოვნაა გაავრცელოთ, ქალბატონებო და არა მარტო ქალბატონებო, ჟურნალისტებო და უბრალოდ მოქალაქეებო, მიუხედავად იმისა რომ თითქმის ყოველ მეორე დღეს ტელევიზიით თუ ჟურნალ გაზეთებით ვრცელდება, ინფორმაციები და შუქდება ქალებზე ძალადობის ფაქტების შესახებ, კვლავ და კვლავ მოიძებნებიან ისეთ ნაძირალები რომელიც თქვენი დახმარებით უნდა ვიპოვოთ და დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით. რადგან ბოლოსდაბოლოს ამ უმსგავსობას ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული, 1 დეკემბერს ღამის 2-3 საათზე ტაქსის მძღოლის მიერ იქნა განხორციელებული ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერი შეურაცხყოფა ახალგაზრდა ქალბატონის მიმართ, ამ ეტაპზე ამ ქალბატონის სახელს არ ვასახელებ გარკვეული მიზეზების გამო. ეს ნაძირალა რომელიც ამ ეტაპზე მოძრაობს სედანის ტიპის მანქანით, მუქი ფერის და სამწუხაროდ მარკა ვერ ამოიცნო დაზარალებულმა, რადგან შოკურ მდგომარეობაში მყოფი მხოლოდ იმას ცდილობდა, როგორმე ამ მხეცის შემოტევისაგან თავი დაეცვა, როცა ძირს დაგდებულს წიხლებს ურტყამდა, მხოლოდ იმის გამო რომ მისი მხეცური სურვილის და ჟინის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრეს, მუქი ფერის სახელმწიფო ნომრით 213, და სერია ამ ეტაპზე დაუდგენელია, მამაკაცი არის დაახლოებით 40-50 წლის, საშუალო სიმაღლის, საკმაოდ ჩაფსკვნილი და დამახასიათებელი ნიშანი - არ ააქვს მარცხენა თვალი. ამ პირუტყვის საქციელებიდან გამომდინარე შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იმისი პირველი შემთხვევა არაა, რადგან საკმაოდ თავხედურად და უწმაწური სიტყვებით იხსენიებდა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ისინი თითსაც არ დააკარებენ და ასე შემდეგ. მინდა გავაფრთხილო თბილისის მოსახლეობა და განსაკუთრებით ქალბატონები მსგავს პიროვნებას ერიდონ, რადგან ეს არამზადა ჯერჯერობით თავისუფლად დადის. ყველას ვინც კი ამ პოსტს წაიკითხავს ვთხოვ პირადში მომწეროს თუ ასეთი აღნაგობის მამაკაცი ეცნობა. გპირდებით რომ არ გავამხელ თქვენ ვინაობას. და იმედი მაქვს რომ დაინტერესდებიან ამ საკითხით და თქვენი დახმარებით შევძლებთ ეს „არსება“ წარსდგეს სასამართლოს წინაშე და მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი, მადლობა ყურადღებისათვის. P.S. და ორმაგად ამაზზრენი ის მინდა დავამატო რომ ამ ამბავს შეესწრო რამოდენიმე პიროვნება რომლებმაც ავტომობილი გააჩერეს და იმის მიუხედავად რომ ეს დახმარებოდნენ ძირს დაგდებულ ქალს პირიქით ამაყად დასძახოდნენ მოგიხდება მასე ეგდე ძირსო, ხალხო რა ხდება, სულ დაიკარგა ადამიანობა? ძაღლს რო სცემენ ქუჩაში იმას გამოუჩნდება დამცველი, და როგორ შეიძლება ადამიანი თუ გქვია შეესწრო ქალის ასეთი ცემის ფაქტს და კიდევ დაუმატო შეურაცყოფა, გადაგვარდა სულ საქართველო? რკინის ქალამნებს ჩავიცმევ და ამ ამბავს ასე არ დავტოვებ, სადაც დამიძახებენ თუ რომელიმე ტელევიზია იქნება თანახმა ვარ ხმამაღლა ვილაპარაკო ამ საკითხზე.“- წერს ელე სარიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42