„რუსთავის წყალმა“ სემეკის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
პოლიტიკა - 15:49, 11 Dec, 2015     1055
კომპანია „რუსთავის წყალმა“, სემეკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დღეს, სასამართლოს მიმართა. „რუსთავის წყალი“ სემეკის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც მარეგულირებელმა კომისიამ კომპანიის აბონენტებისთვის ქალაქ რუსთავში, გარდაბანსა და მარნეულის რაიონში წყალმომარაგების ტარიფი შეამცირა.

„რუსთავის წყლის“ მთავარმა იურისტმა, სარჩელი, დღეს, 13:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. ბესიკ კობერიძის განცხადებით, კომპანია სემეკის 2015 წლის 26 ნოემბრის N31 დადგენილებას ასაჩივრებს. „კომპანია „რუსთავის წყალს“ დაუდგინდა ახალი ტარიფები. მიგვაჩნია, რომ სემეკმა, არასრულფასოვანი მეთოდოლოგიის გამოყენებით, არასწორი ტარიფი დაადგინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვასაჩივრებთ სემეკის ამ დადგენილებას. ანალოგიური მიზეზის გამო, გავასაჩივრეთ თბილისისა და მცხეთის წყალმომარაგების ტარიფებთან დაკავშირებული დადგენილებებიც“, - განმარტავს ბესიკ კობერიძე.

როგორც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, „რუსთავის წყლის“ ტარიფთან დაკავშირებით, არგუმენტირებული და დოკუმენტურად დასაბუთებული პოზიციის შეჯერება სემეკთან ვერ მოხერხდა. შედეგად, ტარიფების 20%-ით შემცირებით, სემეკმა კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გააუარესა. იმის გამო, რომ „რუსთავის წყალი“ წამგებიანი ბიზნესი გახდა, კომპანიის მენეჯმენტი იძულებულია მართვის კრიზისულ რეჟიმზე გადავიდეს, ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება დაიწყოს და უარი თქვას არა მხოლოდ განვითარებაზე, არამედ იმ აუცილებელი პროექტების განხორციელებაზეც კი, რაც მომხმარებელთა სრულფასოვან მომსახურებას უკავშირდება. ამასთან, უახლოეს მომავალში კომპანია აუცილებლად დადგება ლიკვიდურობის პრობლემის წინაშე, რაც კრედიტორებთან დროულ ანგარიშსწორებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, „რუსთავის წყლის“ მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ რეგულატორის კონტრარგუმენტები ვალიდურობას მოკლებულია, აქედან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42