საქართველოს პრეზიდენტს აეროპორტში დახვდნენ თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი ბაიარ აბაევი, თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დოვლეთმურად მურატოვი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში გიორგი ყარალაშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის”, - სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის პრეზიდენტ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვთან, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტთან აშრაფ ღანისთან,
მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტთან ნიკოლაე ტიმოფტისთან, ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონთან და ყირგიზეთის რესპუბლიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის მოადგილე ლი იუანჩაოსთან და ირანის პირველ ვიცეპრეზიდენტ ეშაკ ჯაჰანგირთან.
მასალის გამოყენების პირობები






