ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან მათი პრობლემით დაინტერესებას მოითხოვენ.
მიკროავტობუსების მძღოლები სატრანსპორტო ბაზარზე ახალი კომპანიის „მეტრო ჯორჯიას“ შესვლას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახალი კომპანიის უკან კონკრეტული მაღალჩინოსნები დგანან და სატრანსპორტო სფეროზე მონოპოლიის დამყარებას ცდილობენ.
„400 ზე მეტი მძღოლი უმუშევარი რჩება, ბანკის ვალები გვაქვს, თავის დროზე მიკოავტობუსები სესხით ვიყიდეთ, ახლა თუ ამ კომფორტულმა მარშუტკებმა ჩაგვანაცვლეს ,ლუკმა პურის გარეშე ვრჩებით“- აცხაებენ მძღოლები.
აქციის მონაწილეთა თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პროტესტი შედეგს არ გამოიღებს და ხელისუფლება მათი პრობლემით არ დაინტერესდება, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ და გზების პიკეტირებას მოახდენენ.
როგორც „ნიუპოსტს“ ადგილზე აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, „მეტრო ჯორჯიას“ კუთვნილის მიკროავტობუსები ზუგდიდში უკვე ჩაიყვანეს და მათი მხრიდან მგზავრობის კომფორტისა და დაბალი ფასის რეკლამირება აქტიურად მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, თუკი მათი პროტესტის მიუხედავად „მეტრო ჯორჯია“ ზუგდიდის ავტოსადგურზე მაინც შევა ისინი კომპანიის კუთვნილ მიკოავტობისებს დააზიანებენ.
მასალის გამოყენების პირობები






