"ვაიმე, თოვლის ბაბუა ავად გამხდარა..."
სოც.მედია - 11:24, 11 Dec, 2015     3087
ვინ იყო თოვლის ბაბუა და რატომ გახდა ავად. ბელა ალანია ბავშვობისდროინდელ ემოციურ ისტორიას იხსენებს:

„მოვიდოდა თოვლის ბაბუა, ბამბის წვერით, დიდი ხურჯინით და ხის ჯოხით. ხურჯინში ედო პრიანიკი, ლიმონათი, კანფეტი, ჯანჯუხა, მანდარინი, სათამაშო თოჯინა და მანქანა ჩემი ძმისთვის.
როგორ ვკანკალებდი მის მოსვლამდე. და როცა შემოაბიჯებდა, გული ისე მიცემდა, თითქოს არასოდეს მეჭამა კანფეტი.
იარა პაპამ ორი თუ სამი წელი ჩვენთან. ერთხელაც, მუხლზე ჩამოვუჯექი და ბამბის წვერი ჩამოვუქაჩე. ქუდიც შევურყიე. შევხედე და მამაჩემი არ ყოფილა ასე ნატრული თოვლის ბაბუა?!
ნამდვილი სადღაა-მეთქი, ძალიან გავბრაზდი, ალბათ, ოთხი წლის თუ ვიქნებოდი. დედაჩემმა უცებ მოიფიქრა: ნამდვილი ავად გამხდარა და მამაშენს დაავალა ეს საქმეო.
ახლა იმაზე ავღრიალდი: ვაიმე, თოვლის ბაბუა ავად გამხდარა და რომ "მოკტეს", რა გვეშველება ბავშვებს-მეთქი.
მამაჩემი მიუბრუნდა დედაჩემს, ეს რა მოიგონე, ბავშვი როგორ გაანერვიულე. თოვლის ბაბუა ხვალ მოვა, დღეს ვერ მოასწროო.
მეორე დღესაც მოვიდა თოვლის ბაბუა. ისევ მომიტანა თოჯინა.
რამდენიმე წლის მერე მითხრეს, ახალი თოვლის ბაბუა ჩვენი მეზობელი კოტე ბიძია ყოფილა.
მენატრება თოვლის ბაბუა, თავისი არსებობის ლამაზი ტყუილით.
ის ხელით შეკერილი ხურჯინიც მენატრება, ადრე ჯადოსნური რომ მეგონა და ყველაფერი განსაკუთრებული-რაც შიგნით ეწყო.
და კიდევ, ის მოლოდინი მენატრება, რასაც მის მოსვლამდე განვიცდიდი.
მამაჩემიც მენატრება ზღურბლზე რომ დგას უნიჭოდ მიმაგრებული წვერით და კეთილი ღიმილით...”- წერს ბელა ალანია ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42