გიორგი მღებრიშვილი DTRA-ს დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 11:01, 11 Dec, 2015     1121

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორს კენეტ მეიერსს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის უწყებებს შორის ჩამოყალიბებული პარტნიორობის მნიშვნელობას. მხარეებმა თანამშრომლობის შედეგად მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. გიორგი მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო რეგიონში ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა ქიმიურ, ბირთვულ, რადიაციულ და ბიოლოგიურ საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წვლილზე საქართველოს სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების საქმეში. შეხვედრაზე მხარეები სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და ურთიერთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ჩვენ ყოველთვის ვამაყობთ საქართველოს მთავრობის წარმატებითა და თქვენთან ურთიერთობით. თქვენი ქვეყანა არის სანიმუშო მაგალითი რეგიონში უსაფრთხოების დაცვისა და განვითარების კუთხით“,- აღნიშნა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დირექტორმა.

შეხვედრის დასასრულს გიორგი მღებრიშვილმა კენეტ მეიერსი 2016 წელს საქართველოში, „ქიმიური, ბიოლგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე“ ოფიციალურად მიიწვია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42