საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
პოლიტიკა - 09:54, 11 Dec, 2015     1027
ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, რომელიც ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ძილინის პროვინციის დედაქალაქ ჩანჩუნში გამართულ ბიზნეს კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა და ადგილობრივმა ბიზნესმენებმა ეკონომიკური და კულტურული ორმხრივი ურთიერთობების პოტენციალი განიხილეს, განისაზღვრა მომავალი თანამშრომლობის სფეროები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძილინის პროვინციასთან დამეგობრებული რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების შესაძლებლობებს. კონფერენციაზე რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაცია მოაწყო რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა პარმენ მარგველიძემ, რომელიც ვიზიტის ფარგლებში ქართულ დელეგაციას წარმოადგენს. კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო საპარტნიორო ფონდის საქმიანობას. დავით საგანელიძემ შესაძლო პარტნიორობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფონდი მზად არის აქტიურად ითანამშრომლოს ჩინელ ინვესტორებთან საქართველოში ბიზნეს პროექტების განხორციელებისთვის.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს ასევე პროვინციის პირველ მდივანთან ბა ინჩაოლუსთან, პროვინციის გუბერნატორ ძიანგ ჩაო ლიანგთან და სახალხო კრების ვიცე სპიკერ ხუანგ ლი ხუასთან. მათი განცხადებით, საქართველო ჩინეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პარტნიორია და მათი ქვეყანა მიესალმება საქართველოს აქტიურობას „ახალი აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის“ პროექტში. ჩინეთი გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს საქართველოსთან არა მხოლოდ რეგიონალურ, არამედ მსოფლიო მასშტაბის პროექტებში. ბა ინჩაოლუს განცხადებით, საქართველო-ჩინეთს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ისტორიის მანძილზე ყველაზე აქტიურ თანამშრომლობას სწორედ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიაღწიეს.

დავით საგანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო გახდება ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელი ხიდი და ჩინეთის მხარდაჭერით შეძლებს დაანახოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ შესაძლებელია პატარა და დიდი ქვეყნის თანამშრომლობითა და ურთიერთმხარდაჭერით საერთო სარგებლის მიღება.

შეხვედრაზე მხარეებმა კონკრეტულ პროექტებზე ისაუბრეს, მაშ შორის ქართული ღვინის იმპორტსა და ქუთაისის საავტომობილო ქარხნის საფუძველზე ძილინის უდიდესი საავტომობილო ქარხნის ფილიალის გახსნის ან ერთობლივი წარმოების განხორციელების პერსპექტივაზე. თავის მხრივ, დავით საგანელიძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა საპარტნიორო ფონდის მზადყოფნა, დაეხმაროს ინვესტორებს თავისუფლად მოქმედებასა და მიმართულებების განსაზღვრაში.

საქართველოს დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ ასევე ჩინეთის საერთაშორისო კომერციულ ბანკთან, აბრეშუმის გზის ფონდთან, აზიის ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო ბანკთან, ჩინეთის ექსპორტ იმპორტის ბანკსა და ჩინეთის განვითარების ბანკთან.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კოალიცია „ქართული ოცნების“ დელეგაცია, დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით ჩინეთის მმართველი პარტიის მიწვევით იმყოფება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42