”შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოს სამხედრო უწყებამ მთელი დღის განმავლობაში მიახლოებითაც კი ვერ მიუთითა ადგილი სადაც საქართველოს საჰაერო სივრცე დაირღვა”- განაცხადა გენერალ მაიორმა იგორ კონაშენკოვმა. კონაშენკოვი ქართული მხარეს ურჩევს ”დაეყრდნოს ობიექტური კონტროლის მონაცემებს, კერძოდ კი რადიოლოკაციური სისტემების ინფორმაციას, ვიდრე კიდევ ერთხელ გააკეთებს ხმამაღალ განცხადებებს”
შეგახსენებთ დღეს გორის რაიონის თავზე რუსული ვერტმფრენი გამოჩნდა, რომელმაც სოფელ მერეთს, ზარდიაანთკარს და გუგუტიაანთკარს გადაუფრინა. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ვერტმფრენი ოკუპირებული ცხინვალის მხრიდან გადმოფრინდა და ახალგორის მიმართულებით წავიდა. საქრთველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი დაადასტურეს საქართველოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებმაც.
მასალის გამოყენების პირობები






