"პროვოკაციული აქტი" - საგარეო უწყება რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას ეხმაურება
პოლიტიკა - 17:26, 10 Dec, 2015     1487
საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტს პროვოკაციულ აქტს უწოდებს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმებისა და პრინციპების დარღვევას არაფრად მიიჩნევს.

„9 დეკემბერს დაახლოებით 18:48 საათზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს.

2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას;

სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42