,,უბედურების ზონა“ - ხვალ შერიგების სამინისტროსთან ,აფხაზთა კრება“ აქცია გამართავს
პოლიტიკა - 16:59, 10 Dec, 2015     1683
,,უბედურების ზონა“ - ამ სახელწოფებით აქციას მართავს ხვალ, 11 დეკემბერს ,,აფხაზთა კრება“ შერიგების სამინისტროს შენობასთან. ორგანიზაცი ამ ფორმით პროტესტს უცხადებს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც მინისტრმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში არასოდეს ყოფილა. აქცია 15:00 საათზე იმართება (მის: თბილისი, გ. ლეონიძის ქ. N3/5,შერიგების სამინისტრო (ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა)

,,სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის უაღრესად აღმაშფოთებელი, თავხედური განცხადება, რომ, გარდა საბჭოთა წლებისა, აფხაზეთი არასდროს ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში, სრულებით არ გახლავთ ამ მოხელის ისტორიულ-პოლიტიკური უმეცრების ნაყოფი. ეს ნათქვამი წარმოადგენს პირდაპირ რუსეთიდან დავალებული პოზიციის მაღალ, სამთავრობო დონეზე გაჟღერებას, რომლის მიზანია ქართველი ხალხის შეგუება ახალი რეალობის - ოკუპანტის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებისადმი. ეს მიზანი არაერთხელ იქნა გაცხადებული პუტინისა და მისი გარემოცვის მიერ, ისევე როგორც მისი ,,დასაბუთება“ -ამ ტერიტორიების საქართველოსთან ისტორიული კავშირის უარყოფა. რუსეთი მიისწრაფვის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საბოლოო ანექსიისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურებისაკენ, რაშიც მას ეს სუბიექტი აქტიურად უწყობს ხელს თავისი ანტიკონსტიტუციური, კანონსაწინააღმდეგო და ამორალური განცხადებებით თუ სხვა ქმედებებით.

ამავე დროს ეს განცხადებები მსოფლიოს წინაშე წარმოგვაჩენს უპრინციპო, უღირს და უთავმოყვარეო საზოგადოებად, აბუჩად იგდებს სამშობლოს დამცველ მამულიშვილთა თავგანწირვას, ქვეყნის მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას.

მინისტრი ზაქარეიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილის-იდეოლოგიური და საინფორმაციო დივერსიული გეგმების პირდაპირი შემსრულებელია საქართველოში. მისი შემდგომი ყოფნა მთავრობის შემადგენლობაში საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას.

კოლაბორაციონისტულ-კაპიტულანტური ძალები საკმაოდ მოძლიერდნენ როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში, რომელთა ერთ-ერთი მთავარი მედროშე სწორედ ზაქარეიშვილია. მისი ჩამოცილება ხელისუფლებიდან სრულიად აუცილებელია, ერთის მხრივ იმ საფრთხის შესამცირებლად, რომელიც მას მოაქვს, ხოლო მეორეს მხრივ, სხვისთვის იქნება მეტად საყურადღებო გაკვეთილი, რომ ქართული საზოგადოება სამშობლოს ღალატს არავის აპატიებს. ასეთივე უნდა იყოს მიდგომა ყველა სხვა დანარჩენის მიმართაც.

„აფხაზთა კრების“ ორგანიზაციები, როგორც საქართველოს მთლიანობის სადარაჯოზე მდგომი პატრიოტული საზოგადოებრივი პლატფორმა, აგრძელებს ანტიკოლაბორაციონისტულ ღონისძიებებს და იწყებს საპროტესტო აქციებს-,,უბედურების ზონა“ რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული მტრული მოქმედების ხელშეწყობაში შემჩნეული პირების თუ დაწესებულებების წინააღმდეგ.

გადადგეს მინისტრი ზაქარეიშვილი!

არა კოლაბორაციონიზმს, არა მტერთან თანამშრომლობას!

გაისად სოხუმში!“ - ნათქვამია აფხაზთა კრების საორგანიზაციო ჯგუფის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42