მისი თქმით, თუ შეწყალების კომისიაში ელისაშვილის თავმჯდომარეობის პერიოდში პატიმრების შეწყალება ანგარებით ხდებოდა, საკრებულოს დეპუტატმა ეს ფაქტებით უნდა დაამტკიცოს.
"ალეკო ელისაშვილს აკისრია ვალდებულება, რომ გარდა ამ განცხადებებისა, რაც ურთიერთსაწინააღმდეგოა, პროკურატურას წარუდგინოს კონკრეტული ფაქტები და წინადადებები. აქ ბევრი კითხვა ჩნდება. გარდა იმისა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი. რადგან ჩვენება მიცემული აქვს, ის ან ცრუ ჩვენებისთვის აგებს პასუხს ან ვალდებული იქნება დაასაბუთოს ფაქტები და მტკიცებულებები წარადგინოს. დაასახელოს ერთი ადამიანის გვარი მანიც, რომელიც ანგარების მოტივით მოხვდა იმ სიაში,“ - განაცხადა ბესელიამ.
ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში მასზე მაღალჩინოსნები ზეწოლას ახორციელებდნენ. მისი თქმით, კონკრეტული მაღალჩინოსნები მას ურეკავდნენ და უთითებდნენ, თუ ვინ უნდა შეეწყალებინათ. პროკურატურამ ელისაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე უკვე დაიწყო გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით
მასალის გამოყენების პირობები






