პრეზიდენტი დღეს თურქმენეთში გაემგზავრება
პოლიტიკა - 09:48, 11 Dec, 2015     1264
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშხაბადში თურქმენეთის რესპუბლიკის ნეიტრალიტეტის 20 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ უმაღლესი დონის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი მარგველაშვილი კონფერენციაზე - “ნეიტრალიტეტის პოლიტიკა: საერთაშორისო თანამშრომლობა მშვიდობის სახელით, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის” - სიტყვით გამოვა.

როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თენგიზ ფხალაძემ განაცხადა, საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო არენაზე და მისი გეოპოლიტიკური როლის წამოწევა ძალიან აქტუალურია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ხდებოდეს, როგორც დასავლეთის მიმართულებით, ასევე აღმოსავლეთის და აზიიის მიმართულებით. აშხაბადის კონფერენციას 86 საერთაშირისო დელეგაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

„საქართველო სწორედ ის სახელმწიფოა, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა გაეროს 1995 წლის რეზოლუციას “თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ”, არამედ მისი თანაავტორიც იყო.

საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა კონფერენციაზე, რომლის ძირითადი თემებიც არის თანამშრომლობა, უსაფრთხოება და საერთაშორისო ურთიერთობების აქტუალური საკითხები“, -აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს უსაფრთხოების გარემოზე, ისაუბრებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითრებაზეც.

„საქართველო თავის მხრივ ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისათვის და აღნიშნული საკითხი იქნება პრეზიდენტის გამოსვლის ერთერთი მნიშვნელოვანი თემა“, - აღნიშნა ფხალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს - მათ შორის თურქმენეთის, ჩინეთის, ავღანეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებთან.

„ეს მეტად ნიშვნელოვანი შეხვედრებია რეგიონის ლიდერებთან , რომელიც საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას უკავშირდება“, -განაცხადა ფხალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42