ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ - პრეზიდენტი
პოლიტიკა - 14:49, 10 Dec, 2015     980

საქართველოს პრეზიდენტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

„1948 წლის 10 დეკემბერს ხელი მოეწერა გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა დეკლარაციას, რომელიც ადამიანის უნივერსალურ და საყოველთაო უფლებათა დაცვას პოლიტიკური საქმიანობის უმთავრეს ამოცანად აცხადებს. ამ დღის უკან კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორია, მრავალი საუკუნის უდიდეს მოაზროვნეთა ძალისხმევა დგას.

ადამიანის უფლებები უმთავრესი ეთიკური პრინციპებია, რომლებიც მარადიულ ფასეულობებად აცხადებს ადამიანთა თავისუფლებასა და თანასწორობას - მათ შორის ყველა განსხვავებათა მიუხედავად.

საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.

თუმცა, სამწუხაროდ, ჯერაც არ ვართ თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. მსგავსი მოვლენები რომ ავიცილოთ თავიდან, კვლავ ბევრი მუშაობა გვმართებს.

უპირველეს ყოვლისა, საჭიროა მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა იმგვარად, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ ურყევი რწმენა - მათი უფლებების არც ერთი დარღვევა არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე. საჭიროა ხელისუფლების კონსოლიდირებული მუშაობა უფლებათა დარღვევის სოციალურ, ეკონომიკურ, ყველა სხვა წინაპირობათა აღმოსაფხვრელად.

ამასთან, საზოგადოების თითოეულმა წევრმა თავისი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ საქმეს. უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც.

ადამიანის უფლებების დაცვისთვის ძალისხმევას ჩემი საქმიანობის უმთავრეს ამოცანად მივიჩნევ. ვპირდები ჩემს თანამოქალაქეებს, რომ მუდამ ვიდგები თითოეული მათგანის თავისუფლების სადარაჯოზე“, - ნათქვამია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42