საქართველოს პარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო
პოლიტიკა - 14:10, 10 Dec, 2015     1405
ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროკომისიისა და ევროკავშირის მიმართ საქართველოს პარლამენტის მიმართვას მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეზოლუციას კენჭი დღევანდელ პლენარულ უყარეს.

დოკუმენტს „ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოსა და ევროკავშირის ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობები, რომლებიც ეფუძნება „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას, ბოლო პერიოდში საქართველოს უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია.

ევროპისკენ სწრაფვა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ურყევი ნება და ისტორიული არჩევანია.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი:

იზიარებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ 2015 წლის რიგის, 2013 წლის ვილნიუსის, 2011 წლის ვარშავის და 2009 წლის პრაღის სამიტების დეკლარაციების სულისკვეთებას;

ითვალისწინებს 2015 წლის 3-4 ნოემბერს გამართული საქართველო- ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომის დასკვნით განცხადებასა და რეკომენდაციებს, აგრეთვე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომების ნაყოფიერ შედეგებს;

მიესალმება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეულ პროგრესს, ასოცირების შესახებ შეთანხმების წინასწარი ამოქმედების პირველი წლის შედეგებს და ყველა წარმატებულ ღონისძიებას, რომლებიც პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებისკენაა მიმართული;

მადლობას უხდის ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ასოცირების შესახებ შეთანხმების დროული რატიფიცირებისათვის და მოუწოდებს დარჩენილ წევრ ქვეყანას, ბელგიას, დაუყოვნებლივ დაასრულოს აღნიშნული პროცესი ამ შეთანხმების ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებთან დაკავშირებული ყველა მუხლის სრულად ამოქმედების ხელშესაწყობად;

აღიარებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების, განხორციელება, მათი გრძელვადიანი ამოცანების შესრულება საქართველოს კომპლექსურ – პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მოდერნიზაციას საჭიროებს, ამისთვის კი ევროკავშირთან დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერება და ასოცირების შესახებ შეთანხმების განსახორციელებლად ჯეროვანი კოორდინაციის უზრუნველყოფა არსებითია;

ითვალისწინებს იმას, რომ უსაფრთხო და კარგად მართულ გარემოში ადამიანთა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ძირითად ამოცანად რჩება, და ადასტურებს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია;

ითვალისწინებს, რომ 2015 წლის დეკემბერში ევროკომისიას დაგეგმილი აქვს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) განხორციელებაში მიღწეული პროგრესის ამსახველი ანგარიშის გამოქვეყნება, ადასტურებს საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და მოუთმენლად ელის ევროკავშირის დადებით შეფასებას, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების მიღწევები სათანადოდ იქნება ასახული და აღიარებული;

მიმართავს ევროკომისიას, წარმოადგინოს ოფიციალური წინადადება საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე, და დარწმუნებულია, რომ მას ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს დროული თანხმობა მოჰყვება;

კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობის – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთა – რეინტეგრაციასა და კეთილდღეობას, ამასთანავე, ცხადყოფს ევროკავშირთან პარტნიორობის ნაყოფიერ შედეგებს და ევროპული არჩევანის უდავო სარგებელს;

მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს მიზნობრივი საინფორმაციო კამპანიის წარმოება და გაავრცელოს ინფორმაცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან უვიზო რეჟიმთან დაკავშირებული უფლებებისა და მოვალეობების შესახებ;

მიესალმება ევროკომისიის, ევროპარლამენტის, ევროკავშირის საბჭოს, ევროპული საბჭოს, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურისადმი საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ერთობლივი მიმართვის არსს და მასში გამოხატულ პოზიციას საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დაწესების თაობაზე.“- აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტის კენჭისყრას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ დაესწრნენ.

შეგახსენებთ, რომ უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ვერსია არ გაითვალისწინა და ტესტში არ დააფიქსირა კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების მოთხოვნა, თუმცა უმცირესობა რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს უკვე შემდგომ სხდომაზე წარადგენს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42