"ჩემზე არც ყოფილა და ალბათ ვერც იქნება ვერანაირი ზეწოლა. მხოლოდ გუშინ გავიგე, რომ ზოგადად ასეთი ფაქტები არსებობდა. თუკი ასეთი რამ ნამდვილად ხდებოდა, გამოძიება აუცილებელია," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუიდსმენის თქმით, სასურველი იყო, რომ ეს ყველაფერი საზოგადოებას სცოდნოდა დაუყოვნებლივ.
"მე, როგორც სახალხო დამცველი და ასევე, როგორც შეწყალების კომისიის წევრი პირადად, ორმაგად ვარ დაინტერესებული, რომ გაირკვეს სიმართლე ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით," - აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.
შეგახსენებთ, საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მისი შეწყალების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობის დროს პოლიტიკოსების მხრიდან განხორციელებულ ზეწოლაზე ისაუბრა. პატიმართა გათავისუფლების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენელთა სავარაუდო ჩარევასთან დაკავშირებით, ალეკო ელისაშვილი გუშინ პროკურატურაშიც დაკითხეს.
მასალის გამოყენების პირობები






