ლეონიდ ჩერნოვეცკიმ ბიზნესის მართვა ვაჟს გადასცა და პოლიტიკაში წავიდა
პოლიტიკა - 12:27, 10 Dec, 2015     1821
ლეონიდ ჩერნოვეცკიმ თავის ფეისბუკგვერდზე განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ იგი უარს ამბობს ყველანაირ ბიზნესსაქმიანობაზე და მისი აქტივების სრულად მართვას, მის შვილს – სტეპან ჩერნოვეცკის გადასცემს.

,,ჩემს ბიზნესს, რომელსაც ადრე ვხელმძღვანელობდი გადავცემ ჩემს ვაჟს სტეპან ჩერნოვეცკის.

64 წლის ასაკამდე მე მოვასწარი საკუთარი თავის სრული რეალიზაცია - დავაფუძნე უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკი „პრევექსი“, სამჯერ ვიყავი არჩეული უკრაინის სახალხო დეპუტატად, ორჯერ კი - კიევის მერად. დარჩენილი სიცოცხლე მსურს გავატარო საქართველოში, ქვეყანაში, რომელიც მთელი გულით მიყვარს და თაყვანს ვცემ მის ხალხს. მიჭირს იმის ყურება, რომ ასეთი მშვენიერი ხალხის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს! მე ვიცი როგორ გავხადო თითოეული ქართველის ცხოვრება უკეთესი, ბედნიერი, კომფორტული, დაცული, ამიტომ გადავწყვიტე დავაფუძნო პარტია ,,ბედნიერი საქართველოსთვის” და კენჭი ვიყარო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.

ამჟამად ვცხოვრობ და ჩემს მომავალს ვხედავ საქართველოს და მისი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვაში! ამიტომ ყველა ჩემს ბიზნეს პროექტს, რომლითაც ადრე ვიყავი დაკავებული გადავცემ ჩემს ვაჟს სტეპანს და მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ ასეთი საიმედო დასაყრდენი მომცა!

მე მთლიანად ვუძღვნი ჩემს თავს ქველმოქმედებას და პოლიტიკურ საქმიანობას!” – წერს იგი თავის ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს, კიევის ყოფილმა მერმა ლეონიდ ჩერნოვეცკიმ განაცხადა, რომ პოლიტიკური პარტას “ბედნიერი საქართველოსთვის “ აყალიბებს და აპირებს კენჭი იყაროს მომავალ საპარლამენტო არჩევნებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42