"ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო"
პოლიტიკა - 11:21, 10 Dec, 2015     892
"ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან თარხნიშვილმა პარტიის ოფისში, დღეს გამართულ პრესკონფერებნციაზე

მთავრობის არასწორ პოლიტიკასა და 2012 წელთან შედარებით შეუსაბამოდ გაზრდილ ხელფასებზე ისაუბრა.

თარხნიშვილმა ჟურნალისტებთან საქართველოს 8 რაიონის მიხედვით ჩატარებული კვლევის მონაცემებიც წარადგინა, თუ როგორაა გაზრდილი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში ჩინოვნიკთა რაოდენობა მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე.

"ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მთავრობამ არათუ წინსაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა, ეკონომიკა წინ ვერ წაიყვანა და დაპირებული სამუშაო ადგილები ვერ შექმნა, არამედ 2012 წლისთვის მიღწეული ეკონომიკური მდგომარეობის შენარჩუნებაც ვერ შეძლო.

მიზეზი ივანიშვილის მთავრობის მავნებლური პოლიტიკა და “ქართული ოცნების” მაღალჩინოსანთა სიხარბეა.

სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების ხარჯზე უზომოდ გაიზარდა, 2012 წელთან შედარებით, 456 მლნ ლარით მეტი გვიჯდება. [თუ 2012 წელს ბიუროკრატიამ 1,202 მლრდ ლარი აიღო, 2016 წელს ეს რიცხვი 1,658 მლრდლარი იქნება.]

როგორც ვხედავთ 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში საკმარისი რეზერვია საიმისოდ, რომ პენსია 50 ლარით გაიზარდოს.

“გაზრდილი ბიუროკრატიის შემცირება, პრემიებისა და დანამატების პრაქტიკის მოსპობა, ქამრების რეალური შემოჭერა,”- ესაა ჩვენი პასუხი “ქართული ოცნების” კითხვაზე, როგორ გავზარდოთ პენსია 50 ლარით.

დღეს წარმოგიდგენთ საქართველოს 8 რაიონის მონაცემებს, თუ როგორაა გაზრდილი ადგილობრი ვმუნიციპალიტეტებში მთავრობის წევრთა ნათესავებისა და “ქართული ოცნების” აქტივისტების რაოდენობა.

ეს რაიონებია: დუშეთის მუნიციპალიტეტი, ვანის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, ცაგერის მუნიციპალიტეტი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და ხულოს მუნიციპალიტეტი.

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თითოეულ ამ რაიონში შეადარა მუნიციპალური საწარმოებისა დააიპების შტატიანი და უშტატო თანამშრომლების რაოდენობა და მათ ანაზღაურებაზე დახარჯული თანხა 2012 წლისა და დღევანდელი მონაცემებით.

სურათი კატასტროფულია:

შესწავლილ 8 მუნიციპალიტეტში აიპების რაოდენობა 65 ერთეულიდან გაიზარდა 96 ერთეულამდე; ააიპებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 2,938 ერთეულიდან გაიზარდა 4,483ერთეულამდე;) ხოლო შრომის ანაზღაურება (ხელფასები და პრემიები) 7,233,073-დან14,779,898 ლარამდე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ბოუროკრატიისა ზრდისა და მისი პრემიებითა და დანამატებით გამოკვების მავნე პრაქტიკა და თანხა 2016 წლის 1 იანვრიდან პენსიების 50-ლარიან ზრდაზე მიმართოს"- განაცხადა თარხნიშვილმა.

დანართი:

იმ 19 მუნიციპალიტეტის ჩამონათვალი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ ჯამურ დინამიკაში;

მუნიციპალიტეტები:

ახალქალაქი

ლაგოდეხი

გურჯაანი

ლანჩხუთი

ჩოხატაური

მარტვილი

ონი

თიღვი

დმანისი

ქარელი

მესტია

დუშეთი

ვანი

სამტრედია

ჩხოროწყუ

ცაგერი

ხარაგაული

ხელვაჩაური

ხულო

საერთო ჯამი:

2012 წელი

ააიპების რაოდენობა - 160;

დასაქმებულთა რაოდენობა - 5,770;

შრომის ანაზღაურება - 14,412,399;

2015 წელი

ააიპების რაოდენობა - 209;

დასაქმებულთა რაოდენობა - 8,341;

შრომის ანაზღაურება - 28,034,202;





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42