საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ მედია კონკურსის მონაწილეებს უმასპინძლეს
პოლიტიკა - 09:55, 10 Dec, 2015     968
საქართველოს პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ „კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ მედიის საერთაშორისო კონკურსის ნომინანტებსა და ორგანიზატორებს უმასპინძლეს.

კონკურსი “ადამის“ სახელწოდებით საქართველოში წელს პირველად იმართება. გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და კულტურული მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება:

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მედია დაჯილდოება „კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ საქართველოში იმართება. საქართველო ისტორიულად გამოირჩევა მრავალფეროვნებით და შემდგარია როგორც ქვეყანა სწორედ ამ მრავალფეროვნების ხარჯზე. ჩვენი სამიათასწლოვანი ისტორიის განმავლობაში, ოქროს ხანა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა, სწორედ ამ მრავალფეროვნების აღიარებას, განმტკიცებასა და განვითარებას უკავშირდება. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ იმ წარმატებებზე, რომლებისთვისაც მიგვიღწევია, როგორც ერს და სახელმწიფოს, ჩვენ ამაყად ვაღიარებთ სწორედ მრავალფეროვნების შედეგად შემდგარ კულტურას. თუმცა, არასდროს არ შეიძლება იყო თვითკმაყოფილი შენი წინაპრების მიღწევებით, თუ არ შეგიძლია ამ მიღწევების დღევანდელ დღეს გაცოცხლება და ამ ღირებულებების დაცვა. დღევანდელ რეალობაში იმ წარმატების გაცოცხლება, რომელსაც შენი წინაპრები ახერხებდნენ და რაც არის შენი იდენტობა და შენი კულტურა. ამიტომ მინდა მადლობა ვუთხრა ყველა მონაწილეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის, რომელიც თანამედროვეობაში მედიის მეშვეობით სწორედ ამ მრავალმხრივ ჩართულობას ემსახურება. მინდა მადლობა გითხრათ და მინდა გისურვოთ წარმატება“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ღონისძიებაზე პროგრამის დირექტორმა შტეფან ტოლცმა პროექტის მონაწილეებს დიპლომები გადასცა. საღამოზე ასევე, წარმოდგენილი იყო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის, პანკისის ფოტოსკოლის მოსწავლეების, კულტურული მრავალფეროვნების თემაზე შექმნილი ნამუშევრები. „კულტურული მრავალფეროვნებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში“ მედიის საერთაშორისო კონკურსის გალა კონცერტი, რომელიც პრეზიდენტის პატრონაჟით ტარდება დღეს გაიმართება, სადაც კონკურსში გამარჯვებულებს გამოავლენენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42