საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინები აქვს.
მისი ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ტექნიკური სამუშაოები შესრულებულია 100%-ზე მეტით
მისივე თქმით, ევროკომისიის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ იწყება სავარაუდოდ რამდენიმეთვიანი პროცესი უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად.
"ევროზონის თითოეული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან უნდა იქნას მიღებული დადებითი გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე ევროპულ საბჭოში და ევროპარლამენტში მიღებულ იქნას გადაწყვეტილება, რომ საქართველოშიც გაიხსნას უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამ მიმართულებით. ტექნიკური სია შესრულებულია ალბათ 100%-ზე მეტი, იმიტომ, რომ ზოგიერთ სფეროში ჩვენ უფრო მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ეს იყო მოთხოვნილი და ვფიქრობთ დასკვნა პოზიტიური იქნება", - განაცხადა მინისტრმა.
ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების თაობაზე 15 დეკემბერს უნდა გამოქვეყნდეს. ამის შემდეგ კი უნდა იყოს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






