"ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს საკუთარ ეზოდ განიხილავს"- გოცაძე ოლიგარქის ინტერესებს შეეწირა?
პოლიტიკა - 16:27, 09 Dec, 2015     4206
საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ირაკლი აბესაძე, თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილი ხელმძღვანელის ნინო გოცაძის გათავისუფლებას ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს.

აბესაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით პირადი ინტერესები აქვს.

„ბიძინა ივანიშვილი ბოტანიკურ ბაღს საკუთარ ეზოდ განიხილავს. ახლა „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში ის აპირებს სასტუმროს მშენებლობას, რომელიც მთლიანად ბოტანიკურ ბაღს გადაჰყურებს და როგორც სჩანს უნდა ინფრასტრუქტურის განვრცობა და საკუთარი პროექტისთვის შემატება. ნინო გოცაძე ამ პროექტის განხორციელებას ხელს უშლიდა და სამაგალითოდ დასაჯეს“ - აცხადებს ენმ-ს წევრი.

აბესაძე დარწმუნებულია, რომ გოცაძ მერის კაბინეტში სახელმწიფო უსაფრთხოების ან უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი ემუქრებოდა.

ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ბრალდებას გამოეხმაურა თბილისის მერი.

დავით ნარმანიამ გოცაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას დეზინფორმაცია უწოდა.

„არავითარი მსგავსი რამ, რაზეც დეზინფორმაცია ვრცელდება, არ იგეგმებოდა, ბოტანიკური ბაღი თავისი დატვირთვით და დანიშნულებით განვითარდება კიდევ უფრო მეტად,“ - განმარტა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა დედაქალაქის მერიაში გოცაძეზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე დამატებითი კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

ბოტანიკური ბაღის ყოფილ ხელმძღვანელზე განხორციელებულ ზეწოლას გამორიცხავს მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეც.

მისი თქმით, ნინო გოცაძემ განცხადება გადადგომის შესახებ თავად დაწერა.

„ჩვენ გვქონდა საუბარი იმ ხარვეზების შესახებ, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ახლდა მის მუშაობას და ვფიქრობთ, რომ ბოტანიკური ბაღი იმსახურებს უფრო მეტს, ვიდრე ის დღეს არის. ამისათვის მნიშვნელოვანია იქ ახალი მენეჯმენტის არსებობა,“ - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.

მერიის მაღალჩინოსნის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღში „ახალი მენეჯმენტის წინაშე ორი მთავარი ამოცანა დგას:

"ბოტანიკური ბაღი უნდა იყოს ბევრად უფრო მოვლილი, უნდა მოხდეს სამეცნიერო პოტენციალის კიდევ უფრო მეტად გამოყენება, ასევე, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის ის უნდა იყოს უფრო მიმზიდველი და პოპულარული ადგილი. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს იგეგმება რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტები და გასართობი ცენტრები, ეს აბსოლუტური სიცრუეა,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ყოფილმა ხელმძღვანელმა ნინო გოცაძემ, განაცხადა, რომ თანამდებობიდან ზეწოლის შედეგად ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე გაათავისუფლეს.

გოცაძე აცხაებს, რომ მერიაში დაიბარეს და ვიცე-მერთან ლექვინაძესთან ერთად, მისთვის უცნობი თანამშრომელი ემუქრებოდა:

„თუ განცხადებას არ დაწერთ გაგანადგურებთო“.

გოცაძე დარწმუნებულია, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ის ბოტანიკურ ბაღში სასტუმროების, საკვები ოქბიექტების, გასართობი ცენტრების მშენებლობას შეეწინააღმდეგა.

ნინო გოცაძის განცხადებით, ქალაქის მთავრობა ბოტანიკური ბაღის ტურისტულ ზონად განვითარებას გეგმავს, რაც სამეცნიერო მნიშვნელობის მქონე დაცულ ტერიტორიას საფრთხეს შეუქმნის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42