მღებრიშვილი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შეხვდა
პოლიტიკა - 16:08, 09 Dec, 2015     996

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს აგრძელებს. შს მინისტრი აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ჩაკ როზენბერგს შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სქართველოს მთავრობამ ნარკოტიკებთან ბრძოლა მომდევნო წლების პრიორიტეტად დაისახა, რისთვისაც შეიმუშავა და მიიღო ნარკოსტრატეგია და მისი შესრულების სამოქმედო გეგმა. შს მინისტრმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს შს სამინისტროს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის დანაყოფისთვის შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული დახმარებისთვის. გიორგი მღებრიშვილმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას, რაც ხელს უწყობს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანად წარმოებას საქართველოში.

შეხვედრაზე შს მინისტრმა ბოლო პერიოდში სამინისტროში განხორციელებული რეფორმების და დანერგილი სიახლეები შესახებ ისაუბრა. ჩაკ როზენბერგმა დადებითად შეაფასა სამინისტროში განხორციელებული რეფორმები და სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოთქვა მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

გიორგი მღებრიშვილმა საერთაშორისო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებზე ისაუბრა. კერძოდ, პროაქტიული გამოძიების გაძლიერების მიზნით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილი ნარკოტრანზიტების განყოფილებაზე, რომლის ანალიზის საფუძველზეც ნარკოტრანზიტის, რამდენიმე მნიშვნელოვანი მარშრუტი იქნა გამოვლენილი.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი მღებრიშვილმა ჩაკ როზენბერგი მომავალ წელს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია, რათა განიხილონ თანამშრომლობისას მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42