გია მაისაშვილი სიმსივნისგან სრულად განიკურნა
სოც.მედია - 15:51, 09 Dec, 2015     6197
9 თვის წინ, პოლიტიკოსსა და ეკონომისტ, გია მაისაშვილს სტამბოლის ერთ-ერთ კლინიკაში უმძიმესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას ტვინის სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული. მიუხედავად უმძიმესი დიაგნოზისა, მან მაინც არ დაყარა ფარ-ხმალი და სიტუაციას არ შეეგუა. ოპერაციის შემდეგ, თავად წერდა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე, რომ - „ადგილი სადაც 3,5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული ყველაზე მოსახერხებელ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი. წინ დიდი ბრძოლაა, ამ ბრძოლაში დათმობას მე არ ვაპირებ, ამდენი მოყვარული ადამიანის დატოვებას, ისევ სიმსივნემ უნდა დათმოს დასათმობი“. გავიდა დრო და ასეც მოხდა, სიმსივნემ დათმო დასათმობი. რამდენიმე საათის წინ მან კვლავ სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო ყველა მის გულშემატკივარს სასიხარულო ამბავი.

„დიდი სიხარულითა და მადლიერებით ვატყობინებ მათ ვინც ამდენი თვეების მანძილზე იზიარებდა ჩემს ბრძოლას და ჩვენთვის ლოცულობდა, დღეს საღამოს გეგმიურმა ტომოგრაფიამ დაგვიდასტურა რომ ტვინი აბსოლუტურად სუფთაა, სიმსივნე დამარცხებულია. დაე, დარჩეს სამარადისოდ დათრგუნულ დასამარებული. ჯანმრთელი სხეული იმარჯვებს, სიცოცხლეს გაუმარჯოს! გადარჩენას! ოღონდ აზრიანს, რაღაცისთვის და ვიღაცისთვის და არა მხოლოდ გადარჩენას არსებობისთვის“- წერს გია მაისაშვილი ფეისბუკის გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42