"ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს," - გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 15:53, 09 Dec, 2015     5719

ჟენევაში კონსულტაციები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მეორე დღის ფარგლებში შეხვედრა უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მინისტრის განცხაება ყველა ზღვარს სცილდება.

"მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსებისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას. იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადს. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს,"- განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის.

"ჩვენთვის სულერთი არ არის რომელ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, პოიზიციას არ შევიცვლით. გეპოლიტიკური ამოცანები უნდა გადაიჭრას ეროვნულ ინტერესების მიხედვით. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა,"- განაცხადა კარასინმა.

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღების საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებულ ხელისუფლებებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.

საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვაა.


წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42