„თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გია ცაგარეიშვილი ტყუილს უწოდებს თბილისის მერის განცხადებას, რომ დედაქალაქში ნახევარი მილიონი ხე დაირგა.
დეპუტატი თბილისში გამწვანების მხრივ არსებულ პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ დედაქალაქში ძალიან ბევრი ნერგი იჭრება.
"არც ერთი თბილისელი დავით ნარმანიას განცხადებას არ დაიჯერებდა, როდესაც ბატონმა დავითმა აღნიშნა, რომ თურმე თბილისში 500 ათასი ხეა დარგული. არ ვიცი ეს ხეები სად არის დარგული, რა მეთოდით არის დარგული ან ვინ დარგა. 500 ათასი ხე სად არის დარგული, ამას ვერ გავარკვევთ, მაგრამ ბოლო ორი წლის მანძილზე, თბილისის ფაქტიურად ყველა უბანში 500 ათასი ზრდასრული ხე და ნერგი რომ არის მოჭრილი და განადგურებული, ამაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ. "ქართული ოცნების" და დავით ნარმანიას დაპირება, დაპირებად დარჩა. არაფერი ამ მიმართულებით არ ხდება და არც ერთი ნაბიჯი წინ გადადგმული არ არის", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






