მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საგრძნობლად დაეცა ინდექსი სოც. დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვის დარგში (-3), ორი ერთეულით ინდექსის მაჩვენებელი შემცირდა შემდეგი სფეროებისთვის - ჯანდაცვა, დასაქმება და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი. აღსანიშნავია, განათლების სფეროში ინდექსის მაჩვენებლის 2 ერთეულით ზრდა.

წარმატების მოლოდინის ინდექსი
წარმატების მოლოდინის ინდექსი კვლავ მაღალია (დანარჩენ დარგებთან შედარებით) ჯანდაცვის სფეროსთვის და ასევე განათლების მხრივ. უარყოფით მახასიათებელს ინარჩუნებენ ისეთი საკვლევი მიმართულებები, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობა, დასაქმება, სოც. დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვა და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი. ამ თვეში, ასევე უარყოფით ზონაში ჩამოქვეითდა მაჩვენებელი ადამიანის უფლებების დარგში.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
მაღლა მოცემული ორი ინდექსური ბაზის საფუძველზე ვადგენთ მთავრობის საქმიანობის რეიტინგს.
მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი დაიწია, წინა თვესთან შედარებით, 2 პუნქტით. ინდექსი ასევე შემცირდა, ოღონდ ერთი ერთეულით, შემდეგი სფეროებისთვის - სოც. დაუცველებზე და პენსიონრებზე ზრუნვა, პოლიცია და ჯანდაცვის სფერო. ეს უკანასკნელი კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ მაჩვენებელს საკვლევ დარგებს შორის. წინა თვესთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა მხოლოდ საგარეო ურთიერთობების დარგში (+1).

ტრადიციულად, გიჩვენებთ ცხრილს, სადაც მოცემულია თითოეული მიმართულებით მთავრობის საქმიანობის რეიტინგის დინამიკა ბოლო 1 წლის განმავლობაში.
თუ ამჟამინდელ მაჩვენებლებს შევადარებთ 2014 წლის ნოემბერის თვეში მიღებულ შედეგებს, ვნახავთ, რომ სტაბილურობას ინარჩუნებს შემდეგი სფეროები: ჯანდაცვა, საგარეო ურთიერთობები და პოლიცია. დასაქმების მხრივ, სურათი სტაბილურად ძალიან უარყოფითია. შარშანდელ შედეგებთან შედარებით, ინდექსმა მკვეთრად დაიწია შემდეგი მიმართულებებით - სოციალურად დაუცველებზე/პენსიონრებზე ზრუნვა და მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი. ზოგადად ინდექსი ყველა საკვლევ დარგში დაწეულია ერთი წლის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით.

ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი
ქვემოთ გრაფიკებზე მოყვანილია ინდექსების საერთო საშუალო მაჩვენებელი ყველა საკვლევი მიმართულებით. როგორც ვხედავთ, ინდექსის საშულო მაჩვენებელი მიმდინარე საქმიანობისთვის, ასევე მთავრობის წარმატების მოლოდინი სტაბილურად ნულს ქვემოთ იმყოფება.

მთავრობის საქმიანობის რეიტინგი ივლისის შემდეგ განაგრძობს ვარდნას - ამ თვეში ინდექსის საშუალო მაჩვენებელი შეადგენს 8.0-ს, რაც ივლისის მაჩვენებელზე 0.8 ერთეულით ნაკლებია. ხოლო თუ ინდექსს შევადარებთ წინა წლის ნოემბრის მაჩვენებელს, ვნახავთ, რომ ვარდნა უფრო მნიშვნელოვანია და შეადგენს 3 ერთეულს.

ტექნიკური ინფორმაცია
კვლევის ფარგლებში ხდება მთავრობის საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროების მიმართ მოსახლეობის განწყობისა და მოლოდინების შეფასება, რის შედეგადაც ითვლება 3 ტიპის ინდექსი:
• მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი
• წარმატების მოლოდინის ინდექსი
• მთავრობის საქმიანობის რეიტინგი
კვლევის მორიგი ტალღა ჩატარდა 2015 წლის ნოემბრის თვეში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოიკითხა თბილისის მოსახლეობა: 600 რესპონდენტი, რომელთა ასაკიც იყო 18+. რესპონდენტებს დაესვათ კითხვა მთავრობის საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებთან დაკავშირებით:
• ჯანდაცვის სფერო
• განათლება და მეცნიერება
• ეკონომიკური საქმიანობა
• დასაქმება
• სოციალურად დაუცველებზე (მათ შორის პენსიონერებზე) ზრუნვა
• საგარეო ურთიერთობები
• ტერიტორიული მთლიანობა, უსაფრთხოება, ჯარი
• პოლიცია
• ადამიანის უფლებები
• მთავრობის დამოკიდებულება ხალხისადმი
ინდექსების განმარტება, ტერმინოლოგია
მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების დამოკიდებულებას ამა თუ იმ სფეროში ერთი თვის განმავლობაში განხორციელებული ნაბიჯების მიმართ. ინდექსი დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და უარყოფითი პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100-დან +100-მდე.
წარმატების მოლოდინის ინდექსი – გამოხატავს საზოგადოების მოლოდინს ამა თუ იმ სფეროში მთავრობის მიერ განხორციელებული ნაბიჯების შედეგების მიმართ. ეს ინდექსი ასევე დამოკიდებულია თითოეულ სფეროში დადებითი და ნეგატიური პასუხების პროპორციაზე. მნიშვნელობას იღებს -100–დან +100–მდე.
მთავრობის საქმიანობის რეიტინგი – ორი ინდექსის კრებითი ინდექსი, რომელიც გამოხატავს თუ რამდენად კმაყოფილია საზოგადოება კმაყოფილებას მთავრობის მიმდინარე მუშაობით და რამდენად ენდობა მას მომავალში. მნიშვნელობას იღებს 0–დან 100–მდე.
მასალის გამოყენების პირობები






